ვედრება
ღმერთო მომეცი ძალა ვატარო, ჯვარი, ჩემს ზურგზე, შენგან ნაწერი, და რწმენით შევძლო რომ შევებრძოლო, რაც მომივლინე მე განსაცდელი. სასოწარკვეთა მაშორე ღმერთო, თუ ეს ტკივილი შენი ნებაა, მაშინ ვიწვალო რამდენიც შევძლო თუ ხორცის ტანჯვა, სულის შვებაა. გთხოვ წარმავალი თუკი რამ არის, ნამდვილი სახით წარმომედგინოს, მოჩვენებითი ბინდი ამ თვალზედ სიცოცხლეში არ გადამეფინოს. ადამიანის უცვლელი ბედი, ყველა მოკვდავის უსუსურობა, გთხოვ, თავმდაბლობა მომგვარე მეტი და სულიერი გონიერება. თვალახელილი გარდავიცვალო, შევძლო გავაღო შენი კარები, მადლობა გითხრა რაც მომივლინე, დედამიწაზე ყველა სასჯელი. ღმერთო მომეცი ძალა ვატარო, ჯვარი, ჩემს ზურგზე, შენგან ნაწერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.