თუ გინდა ზღვარს გავცდეთ და ზღაპარს გავიდეთ!
წაბილწე გრძნობა და მე მარტო დამტოვე კედელიც გახვრიტე და შემომეჭერი არც გული დაინდე,უშიშრად ატკინე სიყვარულს,ლამაზი,ჩვეული გრძნობები. ღამით შენ მზის სხივებს აჩუქე ვარდები დღისით კი სინათლეს მოპარე მშვენება მე გულით გითხარი გულწრფელი სიტყვები რომლებიც გეძახდნენ შენ,სულის მშვენებას. დავკრიფე ვარდები შენს სულს,რომ უყვარდა სანთელიც დავანთე შენ გზას,რომ გიკაფავს შენს თვალებს ვიხსენებ ფანჯრიდან მომცქერალს მომავალ სიყვარულს მზერით, რომ უნახავს. და მაინც რა კარგი თვალები გქონია შავი და უდრეკი,როგორც ეგ მანდილი შენს სახეს მე გულის ღრმა ნაწილს ვუნახავ რომ ღამით,სიმშვიდემ არ დაკრას ქარივით. არ მიყვარს ცრემლები,მაგრამ დღე ყოველი უცრემლოდ უჩვეულ, სიწყნარეს ვერ პოვებს აჩუქე ამ სხეულს ლამაზი ნოტები რომ გრძნობამ გათელოს ყოველი სიშავე. წამოდი ჩვენ ერთად გავუყვეთ შორით გზებს თუ გინდა ზღვარს გავცდეთ და ზღაპარს გავიდეთ ცხრა მთაც გადავლახოთ და მაღლა ავიდეთ რომ ეს მოგონება არასდროს წავიდეს. ავეკროთ მზის სხივებს და თბილი ხელებით ვაჩუქეოთ ერთმანეთს, შეშლილი დღეები ვაშენოთ კერა და შევიქმნათ ოჯახი რომ სულმა დაიპყროს სხეულის ყოყმანი. და მაინც მინდა, რომ უჩუმრად მოხვიდე მაჩუქო სიცოცხლის მომცემი ტალღები გაჩუქებ თეთრ ვარდებს მაშინ, რომ გაჩუქე ამ გულს,რომ აღუდგეს ჩვეული ძალები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.