მე ვნახე სახე
მე ვნახე სახე, როცა ძილში მესმოდა სევდა, მე ვნახე როგორ ბილწავდნენ თვალებს, და ეს ტკივილი ტანჯვამდე მდევდა. მე ვნახე სახე ცრემლით,სისხლივით სავსე, ღრუბლის სიშავე ეხვევა საგნებს, და ეს ტკივილი მეც ძვრამდე მავსებს. მე ვნახე სახე, როცა ფარავდა ბორგვას, ღმერთს უმალავდა სათქმელს და უმატებდა ყოველდღე მოთქმას. მე ვნახე სახე, როცა დემონი სულში ცეკვავდა, ეშმაკი უგებდა ამ თვალებს მახეს და ანგელოზი უფსკრულის ძირას ღელავდა. მე ვნახე სახე, უთვალო,უტყვი,ცბიერი, მომაგონებდა გადაშლილ ხავსებს, და შავ მიწას უგავდა იერი. მე ვნახე სახე, როცა ბუნება თვლემდა, ის მოკვდა და მერე ნახეს, თვეები რომ იღვროდა ძვირფას თვლებად. მე ვნახე მისი მკვდარი სახეც, მატლები სჭამდნენ თვალებს, მე ვნახე მისი უმწეო სახე, დრო რომ ვეღარ უგიზგიზებს ალებს. მისი გამქრალი სახე, მიწაში ცივად თრთოდა, მოჰგავდა დამწვარ სანთელს, და მის დანახვაზე ღმერთიც კი ძრწოდა. მე ვნახე მისი უნაკლო სახეც, ქვებად რომ ექცა ძვლების გროვას, ჩონჩხად ეფინა მას მტვერი კანზეც, და მიუგავდა ეს მტვერი მახინჯ დემონთა ხროვას. მე ვნახე უკვე გამქრალი სახე, დრო რომ ვერ პოულობს ვერსად, თვით ღმერთი მის ძებნაში ჩირაღდნებს ანთებს, და დაეძებს მის უმწეო თვალებს დღესაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.