რაღაცნაირად გეფერები, რაღცნაირად მენატრები.
ეს ვარსკვლავები მაგიჯებენ, სულში იმგვარად შემოდიან და არეული ნაბიჯების სასიამოვნო მელოდია ისმის ქუჩაში ფეხაკრეფით, თითქოს კლავიშებს ვეპარები, რაღაცნაირად გეფერები, რაღცნაირად მენატრები, მინდა ბოლომდე შევიშალო, გრძნობა მივუშვა ნერვებამდე, გულში ისე ღრმად შეგიშვა რომ გასკდეს, თავიდან დავიბადო და ხმა მთლიანად ამოვუშვა, და სისხლი ისე ავაჩქარო, სულს კონტურები გამოუჩნდეს ვეღარაფერმა შემაჩეროს, ბიძგი მორიგი სიგიჟისკენ, ღამე ჩემსავით სევდიანი, ახლა მჭირდება დიდი რისკი, როგორც უმიზნო ხეტიალი და მეშინია ოცნებების, იქნებ ახდნენ და ვერ შევნიშნე, არ შემიძლია მოსვენება, ან ის რომ უფრო შემეშინდეს, ვარ ბედისწერის ანარქისტი, მწამს სიყვარული გადამარჩენს, ყველა თვითმკვლელი ასე იწყებს და არ უყურებს სხვა დანარჩენს. ეს ვარსკვლავები მაგიჯებენ, სულში იმგვარად შემოდიან და არეული ნაბიჯების ძალიან მჩატე მელოდია ძალიან მძიმე ფეხაკრეფით, თითქოს კლავიშებს ვეპარები, რაღაცნაირად გეფერები, რაღცნაირად მენატრები. მზე ტოვებს მთელს თავის ნერვიულ სინათლეს და სითბოს ერთბაშად, ღამეულ შენს მკერდზე და მინდა ისეთი თოვლივით მიგადნე და მინდა ისეთი სევდით შეგეკედლო, მიწაზე ჯერ არსად რომ არ დავარდნილა, რომ არ შერევია მტვრის ჩამქრალ ნამცეცებს, ვიცი რომ არ არის შეხება ადვილი, რამე ღვთაებრივთან, რომელიც გაქეზებს, არანორმალური თავგანწირვისათვის, ანუ სიყვარული, უფრო სისულელე, მაგრამ მე გიჟი ვარ და თანაც ისეთი, რომ სიკვდილს ყველაზე მეტად ვისურვებდი, პირდაპირ შენს ცისფრად თეთრ ხელისგულებში, ან მუხლისთავებზე ამოპირქვავებულ, მინდა რომ გხედავდე და ვერ ვიყურები, დაბრმავდი - ჩემს ხმაში ამბობენ ქარები, რომ შენი სიჩუმე ამ კედლებს გაიტანს, რა ვქნა, უშენობა ატანს ჩემს ძვალ-რბილში, შენ მოხვალ, მაგრამ მე არ ვიცი საიდან, შენ ისე წახვედი, რომ მე არ გაგიშვი. ჩვენ ვდგავართ დაბალზე იმ სისხლის დონიდან, წვეთად რომ დაღვარეს და ზღვებად აქციეს, პატარა ლაქები, დიდმა რაინდებმა, მიმხმარი მაჯებზე, ჰო, სწორედ ასეა, საკუთარ ოცნებებს მიყვნენ და გაბედეს, დარჩნენ ისეთებად რაც სინამდვილეში იყვნენ და გაასწრეს დროს, აღარ დაბერდნენ, სიცოცხლე ცხოვრებით არ გაიადვილეს. ახლა ეს სტრიქონიც სუსტი მირაჟია, იმ ცხელი ქვიშების კვამლს ამოყოლილი, შუა უდაბნოში ღმერთს რომ მოგაშიებს, ან წყალს მოგაწყურებს, გამხმარ ყვავილივით, რომ ვერ ვეგუები, ამ ტროტუარების და ამ ქალაქების უღმერთო ფორიაქს, აქ ადამიანიც ისე ირკალება და ისე იხრება, რომ მეტაფორიან ტკივილებს ყოველთვის ლამაზი ფერი აქვთ, არ ყეფენ, არ სტვენენ და აღარც ყმუიან, რომ ხმის იოგების ვისწრო სარქვლებიდან ღმერთი გადაკეტეს და სისხლი სწყურიათ, წითელ შადრევნების ფსკერზე დალექილი, მახინჯი ვნებების სიტკბოთი გაჟღენთვა, მუხლებს ვიტყავებ რომ თვალი ამეხილოს, აღარ მივიტანო კბილები მაჯებთან. გულში არ შეწყდება იქამდე სისხლდენა, სანამ ჩარჩენილი მაქვს მიწა ბრჩხილებში, მე თავისუფალი ვარ თანაც იმდენად, საკუთარ თავსაც კი არ ვემორჩილები, მე ვიცი რასაც ვწერ, როგორც ვწერ, რისთვის ვწერ, ჩემი ღამეები თავს აღარ იღლიან, შენ ხშირად კითხულობ, მაგრამ ვერ ითვისებ, ტკივილებს რომლებიც არ გამოგივლია. თუნდაც შევიშალო, შენ ჩემო ძვირფასო, თვალები ჩემს მხრებზე დაბლა არ დახარო, მინდა ერთმანეთით რომ შემოვიფარგლოთ და მერე უსაზღვრო იქნება სამყარო. სხეულში შეზრდილი თითების ფესვები, მდუმარე ფერებით, რაღაც ხელაკრეფილ, არ მაინტერესებს როგორ ისვენებენ მკვდრები საფლავებში, რადგან ყველაფერი, ბევრად მარტივია, ვიდრე თვითმკვლელობა, ვინმე მეოცნების თავზეხელაღებულ, ძნელად ხორცდებიან ჩემი ჭრილობები, რადგან არ მჩვევია რბილად შევიხვიო ან არ ხორცდებიან, ან და იცის ღმერთმა, ვგრძნობ რომ ჩემი სევდა არის ხელნაკეთი, როცა ცას ვუყურებ და ვარსკვლავებს ვფერთხავ, როცა სხვა პლანეტებს სულში ჩავახედებ, გული ჩაძირული გემის კომპასივით გზას იცევ უჩვენებს შენს მიმართულებით, მას არ შეუძლია მკერდი რომ გაცივდეს შიგნიდან და ფეთქავს, არ იშლის სულელი თავისას, იქამდე სანამ არ გასკდება და მინდა მოხვიდე და გადამარჩინო და მინდა ნიჟარა მივიდო ქუსლებზე და მინდა ამომჭრა სხეულის ჩარჩოდან, რადგან ვეღარ ვუძლებ ყოფნას ამ ტალახში, ყველგან სიყალბეა, ყველგან სიცრუეა, ვიღაც გაიწმინდავს ფეხს მინდვრის ბალახზე და მერე თევზივით სახლში მიცურდება, როცა ჩემს ფილტვებში, ყველა ამოსუნთქვა, ქარიშხალს წააგავს ცხელ უდაბნოების, ვცდილობ საკუთარ თავს მხარში ამოვუდგე და ვუთხრა, ნუ ღელავ, წვიმა ვარ ნოემბრის და ახლა დავხუჭავ თვალებს და უბრალოდ, სუსტი სიხარულის წამებს წარმოვიდგენ და მერე გავახელ ისე რომ უკვალოდ არ გაქრეს, რაც დამწყდარ ნერვებზე მოვირგე რომ ტოვებს მზე თავის ჩემნაკლულ სინათლეს და სითბოს ერთბაშად, ღამეულ შენს მკერდზე და მინდა სულ ბოლო ფიფქივით მიგადნე და მინდა მხოლოდ შენს თითებთან შევჩერდე. ჰო, ხდება ხოლმე, კი არა და სულ ასე ხდება, გინდა რაღაცა და რა გინდა იმას ვერ ხვდები, ხან მოდიხარ და გიღალატონ გინდება ფრთებმა, ხან მიდიხარ და ფანჯრებიდან თვალებით ხტები. ასე დაშვება გაცილებით მტკივნეულია, რადგან მიწაზე კი არა და ცაზე ეცემი, რომ შენნაირებს საგიჟეთში მარტო უვლიან, შენნაირებზე გაცილებით დიდი მხეცები. არის მომენტი, არაფერი როცა არ არის და ისეც ხდება, არაფერი ხდება საერთოდ, სხვა არ გეხება, საკუთარი თავი დაგთარსავს და ნაპერწკალი გჭირდება, რომ ისევ აენთო. გულაღმა წვები, ანუ ცისკენ ემხობი პირქვე და ზურგზე დგახარ, ანუ სხეულს აქვს სხვა სიმძიმე, შვებაა ამ დროს, თუ საერთოდ არაფერს ფიქრობ და გული მკერდში კი არ გიძგერს, მხოლოდ ციმციმებს. იმ ვარსკვლავივით ცა რომ მოწყდა, არა პირიქით, ივსები სევდით, სიმარტოვით, მოწყენით, ნაღვლით, სასაცილოა. სიკვდილითაც კმაყოფილი ხარ, სისულელეა. შენ ოდესმე ეგ განცდაც დაგღლის. ხან ისე ტყდები, ტანში ყველა ძვალი გაქვს მთელი, სისხლი ისე გცლის, გარეთ წვეთიც რომ არ გაჟონავს, ფილტვებს ვინ ჩივის, ჰაერს ვეღარ ეხები ხელით და ცას სხეული კი არა და სული გაშორებს. ხან მოდიხარ და გიღალატონ გინდება ფრთებმა, ხან მიდიხარ და ფანჯრებიდან თვალებით ხტები, ჰო, ხდება ხოლმე, კი არა და სულ ასე ხდება, გინდა რაღაცა და რა გინდა იმას ვერ ხვდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.