დაგეძებ, დაგეძებ
დაგეძებ, დაგეძებ დაგეძებ, დავდივარ, არ ვიცი სადავარ, არაფრად ვარგივარ. ლოთი მათხოვრის, ფიქრების ლანდი ვარ, დავდივარ, დაგეძებ, დავდივარ, დავდივარ... დამეხა გული და მისი საფიცარი, დამაწყვეთ ფიცარი გულზე და ლოდები, დაგეძებ, დავდივარ, ისევ გელოდები. გზა აღარ მთავრდება, გამცვივდა ფოთლები. სიცოცხლის ხე ჩემი, სად ჩარგეს მითხარი, მითხარი სად არის, ეგ თვალნი წყეულნი, წამწამნი სურვილად, მათზე დახვეულნი. მიყვარხარ! მინდიხარ! ამ ღამის გრძნეული, შენშია მთვარე და მე ვარ მთვარეული. ყმუილად ჩამესმის, სულის დაძახილი, ცხოველურ ინსტინქტით, გავდივარ ქუჩაში, მზეზე გაწოლილ გველივით ფიქრები, ჩამიწვნენ ლოგინში. სურვილით ვგიჟდები, მჭირდები, ვიქნები, ან თუ არ ვიქნები, გაწყვიტეთ ეს ძაფი, ბედის თუ წერაა, მე ვიცი დასასრულს, შევხვდები ამაყად, შენს ლანდთან, შენს სულთან, შენს გვერდით ვერა ვარ, მაგრამ ვარ! შემხედე, მიცანი, გიპოვე, შენში ვარ ჩაღვრილი, შხამად თუ საშველად, რა ვქნა რომ არასდროს, არ განმეორდები ძნელია სათქმელად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.