ფუნჯების მუზა... ჩემო მხატვარო. (თ.ჯ)
მჯერა ამაღამ აგვიხდა ნატვრა, ერთად ვუყურეთ უმთვარო ზეცას. ერთად ვიყავით, _ფიქრებში მაინც, გვესმოდა ჩვენი გულების ფეთქვა. ერთად ვიყავით თვალდახუჭულნი, ფერად სამყაროს დამატარებდი, მიხვდი მშიშარა, რომ ვარ საშინლად, ხელს მკიდებდი და თვალს მაფარებდი! დამიფარავდი, დამპირდი ჩუმად ყურში ჩამძახე ოცნება ჩემზე, როგორ მინდოდა გამეგო შენგან __ჩემი იქნები სიკვდილის დღემდე! როგორ მინდოდა მე უფრო დიდხანს გამგრძელებოდა ოცნება შენზე, მაგრამ მაჩქარე, არც დამაცადე, დამსიზმრებოდი ფერადი სხვებზე. მიყვარხარ მეთქი ვერ გეტყვი, რადგან უცებ გადაკრავს ლოყებს სიწითლე, კი არ მიყვარხარ ვფიცავარ დედას, დედაზე ხშირად შენს თავს ვიფიცებ... (ვთქვი და... გადამკრა უცებ სიწითლემ...) მჯერა ამაღამ აგვიხდა ნატვრა, ერთად ვუყურეთ უმთვარო ზეცას. ერთად ვიყავით, _ფიქრებში მაინც, გვესმოდა ჩვენი გულების ფეთქვა. ერთად ვიყავით თვალდახუჭულნი, ფერად სამყაროს დამატარებდი, მიხვდი მშიშარა, რომ ვარ საშინლად, ხელს მკიდებდი და თვალს მაფარებდი! თამარ ჯიშკარიანი 5.02.2016წ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.