შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატვრა


10-02-2016, 14:31
ავტორი Ubralod Chemi Saxeli
ნანახია 2 187

ძალზედ ძნელია წარსულს ნანობდე,
ყველა იდგეს და შენ კი გარბოდე,
ვინც გენატრება ჩუმად ამბობდე,
არვის ესმოდეს...
სიკვდილს ნატრობდე.

ვერ დავივიწყებ, როგორ ვმღეროდი,
სახლის კარებთან ვეგებებოდი,
ტუჩით მის თვალებს შევეხებოდი,
წუთის ყოველ წამს ვეფერებოდი.

მის დანახვაზე მავიწყდებოდა,
გარშემო ცუდი, თუ რამ ხდებოდა,
უცებ გულიც კი მიჩქარდებოდა...
ტკივილი აღარ იბადებოდა.

სად მაქვს იღბალი ისე ხდებოდეს,
ამ ქვეყნად გრძნობა აღარ კვდებოდეს,
ოცნება ბედად იწერებოდეს
და ფერფლად აღარ იფანტებოდეს.

ხის ძირში თავზე მათენდებოდეს,
ვეხუტებოდე,
დრო ჩერდებოდეს,
მიყვარდეს, აღარ ვეთხოვებოდე...
ნატვრავ, ლექსად არ მეწერებოდე.



№1 სტუმარი Black

Namdvilad ar momwons situacia,ase gatkines guli?!yvela vinc dzalian kargad wers da momwons mati naweri umetesobas aseti situacia aqvt!mteli dedamiwa mowyenilad dadis..leqsi magaria bravo...:)

 


№2  offline მოდერი ლილიანა

უნდა იფიქრო კრებულის გამოცემაზე ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი თამუნა

რატომღაც ძალიან მეცნობა ეს სიტუაცია, და ვფიქრობ რომ ჩემია უბრალოდ ბიჭის მხრიდან დაწერილი მადლობა ამ ლექსისთვის ...
მეც ამ მდგომარეობაში ვარ ამ წუთასაც მაგრამ იცოდე რომ სადმე როგორმე რამეში ჩვენც გაგვიმართლებს ...
წარმატებები. feel
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline წევრი Ubralod Chemi Saxeli

თამუნა
რატომღაც ძალიან მეცნობა ეს სიტუაცია, და ვფიქრობ რომ ჩემია უბრალოდ ბიჭის მხრიდან დაწერილი მადლობა ამ ლექსისთვის ...
მეც ამ მდგომარეობაში ვარ ამ წუთასაც მაგრამ იცოდე რომ სადმე როგორმე რამეში ჩვენც გაგვიმართლებს ...
წარმატებები. feel

ბიჭი და გოგო უბრალო განსხვავებაა ამ დროს. თუ გიყვარს ადამიანი, ყოველთვის ბოლომდე იხარჯები და არგამართლება ისე უბრალოდ მოგშორდეს გულიდან არ გამოდის. ამით უნდა იცხოვრო სხვა გზა არ არის, მაგრამ ტკივილი რისი ტკივილია, რომ ბედნიერების ფასი არ გასწავლოს. არის რაღაც რასაც უნდა შეეგუო. ცუდია ძალიან თუ შენც მოგიხდა ამის გავლა. გოგოები უფრო ნაზი არსებები ხართ და მგრძნობიარეები. მართლა გულით გისურვებ გეპოვნოს შენი ბედნიერების მარცვალი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent