გრძნობა
სიყვარულის დღეობაა დღეს და გალაქტიონს უწერია ლექსი. თავგანწირვით შეყვარებულ პოეტს მიძღვნია მისთვის ყველა სტროფი. ავთანდილსაც ჰყვარებია თურმე და შესწირა მას ყოველი წუთი, მაგრამ ვაი,იმ საცოდავს ვისაც არ უგრძვნია ეს დამწველი ცეცხლი. ვალენტინმაც ხომ შესწირა თავი რომ გაეგოთ ყველას გრძნობის ფასი, ბევრს ჰგონია რომ ეს გრძნობა არის ქვეყანაზე მართლა დიდი ფარსი. როგორც შოთას ჰყვარებია სატრფო არსებობენ კიდევ ნეტავ მსგავსნი? ვგონებ,ყველას შეუძლია ტრფობა მაგრამ გრძნობას არ დაადონ ფასი. ვისაც სისხლი ისევ უჩქებს ძარღვში და ცხოვრებას ისევ მედგრად უდგას, მხოლოდ მას თუ შეუძლია ქვეყნად რომ უყვარდეს ისე როგორც შოთას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.