წვიმის ცქერისას...
შენ ჩემი იყავ, მეც ვიზრდებოდი, მიხაროდა, რომ შენ გჭირდებოდი, სიტყვის უთქმელად უცებ ვხვდებოდი რა გინდოდა და... მეხუტებოდი. გარეთ გასული მენატრებოდი, ვეღარ ვითმენდი, გზაზე გხვდებოდი, ქვეყნის აზრს აღარ ვეპუებოდი, შუა ქუჩაში გეფერებოდი... ჩემს გულს საფიცრად ეხატებოდი, თითქოს აბჯარით ვიმოსებოდი, აღარც სიცივეს ვემალებოდი, გიჟივით, ჩუმად ვიღიმებოდი. ყოველ სიტყვაზე მახსენდებოდი, დროც კი გაჩერდა, არ ვბერდებოდი, მეგობრებს ნახვად ვეძვირებოდი... არა ვდარდობდი, შენ მჭირდებოდი! სასმლის გარეშე შენით ვთვრებოდი, ყოველ დღე ახლად მიყვარდებოდი, შენ მიღიმოდი, მე კი ვთბებოდი, ჯადოსნურ ზღაპარს ემსგავსებოდი... მერე... გაცივდი, მემალებოდი, თვალს მარიდებდი, მაინც ვერ გთმობდი, თურმე ნელ-ნელა იპარებოდი, მიზეზს ეძებდი... მარტო ვრჩებოდი... ასე დამთავრდა... დავიწყე წერა, აღარ მომელის ნაცნობი მზერა, ვიცი, არასდროს დამავიწყდები, მომიწევს მარტოს ამ წვიმის ცქერა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.