შენ ხომ...
მკლავდა სიმარტოვე... შენ ხომ მიმატოვე, რაღა საჭიროა ეხლა ბრალდებები, გულში ღრმა ნაკვალებს ისევ რატომ ტოვებ, აღარ გათავდება ეს ცრუ თავდებები? მე ხომ სიყვარულის ნიში მოგიძღვენი, ძღვენი უარყავი, ვეღარ გამიძელი, მერე... ცრემლები და ოცნებების სხვენი, ნუთუ ცოტა იყო ღალად სამი წელი. ხარკს ხომ აღარ გიხდი, რად არ მიგავიწყდი, ისევ რატომ მახმარ ამდენ ენერგიას, მე სხვას ვეკუთვნიო.. ნუთუ დაგავიწყდა, ღამით ჩაკონილი მთვარის ელეგია... რაღად მეპარები, გზას რად ეფარები, აღარ დაგელია ხრიკი მოსახმარი, რაღად მომელიან, მითხარ, ეგ თვალები, სინდისს რაღა ვუყო... მერე შენი ქმარი... იქნებ დამიწყნარდე, გზებს არ ამიბამდე, გამიშვი, ჩემ ჭირთან ობლად დამიღამდეს... განა ისეთი რა გრძნობა დამიბანდე, რომ აღარ მეშვები, სულში ჩამოღამდა. არ ხარ მიკვირია, თუმცა გიყვირიან, ვიცი, არ მიგიძღვის ბრალი არაფერი, ჩემთვის, საფიცარო, აღარც სიკვდილია, აღარც სიცოცხლე და აღარც არაფერი. თავს მე ვერ ვიცოცხლებ და ჩემო სიცოცხლევ, გთხოვ ნუ მაკავებ და ნურც შენ ეწამები, აღარ ვურევივარ უკვე სულო ცოცხლებს, და აღარც სიკვდილის მიდგას მე წამები. ჩვენი მეგობრობა, შემომფიცე დობა, ბოლო შეხვედრისას,აბა, გაიხსენე! ამაგია ჩვენთვის უფლისგან შენდობა, მალე დავეცემი, ნუღარ გამიხსენებ. როდია აღდგომა, ან მკვდრეთით აღდგომა, იესოსავით მე როდი დამშვენდება, და ეს დროებითი ფეხზე წამოდგომა შური ჩემი სატრფოს სახეს არ შვენდება. არ ხარ უმადური, გრძნობა უდაბური, როდი დამიკარგავს, გულით დავატარებ, თავი დამანებე ჩემო მებადურო, ისეც გულით მძიმე სევდას დავატარებ. აღარ გეღირსება, ჰო... რადგან ღირსება, ქარღმერთებსაც ჩემებრ ძლიერ ეჭირვება, გაგაბედნიერა ერთო შენ მისებრმა, შენ ხომ უარმყავი, როგორც გაჭირვება... მე არ მენანება შენთვის შენანება, ვიცი ჩაიკითხავ ცრემლით დანამული, ჩვენი მეგობრობა ისე ენანება, გულს ვით მაგ სხეულის სითბო საამური. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.