შენმა სიახლოვემ ...
შენმა სიახლოვემ ისე დამიფანტა აზრი, რომ აქ სიყვარული მტკიცე ნაბიჯებით დადის და შენს სიახლოვეს როცა ეკლებია ბასრი, გიცავს სიყვარული მორცხვი და ამაყი ქალის! შენმა სიტყვებმა კი ისე ამიბნია თავგზა, ვერც კი შევამჩნიე დრო ასე ჩქარა რომ გაქრა! როცა გადავწყვიტე შენგან შეუმჩნევლად წასვლა, ჩემი ეს განზრახვა ისეთ ბოროტებად ჩანდა! შენმა ერთმა შეხებამ მე კოცნა მომანდომა - შენი ნაზი ბალიშების რარიგ ტკბილი განძი! გულმა რთული არჩევანი უცებ მომანდო და წუთმა წამში ჩამჩურჩულა ძალზედ დიდი დარდი! შენი წასვლა ისევ მამცნო შემოდგომის სხივმა, ისევ მძლავრმა მარტოობამ შემომხვია ხელი! წასვლა ისე განიცადა შენმა უხმო გზირმა, რომ დიდი გზის უმიზნობამ გაუჩინა მტერი! შენმა მოგონებამ ძლიერ ამიტოკა გული, ისევ ჩავიკარგე უცხო აკორდების ზღვაში, შენი წარმოსახვის უცხო ბილიკების სუნი ამეკვიატა და ისევ ამიტაცა ცაში, მოკვდა უცხოობის ნაზი, მომხიბლავი კვალი, ისევ ირიჟრაჟა... მზემაც შეაწუხა ნამი! უცებ მომაგონდი, წარსულს გადავავლე თვალი და უკვე არ ვიცი, რისთვის დამიკარგავს წამი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.