შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი სახსოვარი


17-02-2016, 01:22
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 146

ვერ მოგიშორე... ვწუხვარ, მაგრამ სხვა გზა არ იყო...
ნახევარ საათს არ ჩათვლემენ ჩემი თვალები,
შენ ისურვე და ჩვენი გზები ამად გაიყო,
ო, ჯერაც ისევ თვალწინ მიდგას შენი თვალები...
მე გავფრინდები, ჩვენს ბუდეში დაგელოდები,
ვეღარ შემაკრთობს ღამის ნისლი, ჩემო, ამჟამად,
მიწას დარჩება ჩვენი სახლის ფუძის ლოდები,
გაიბზარება უკვე მალე გულის ანჯამა.
მაგრამ წასვლამდე სამი რაღაც მინდა იცოდე,
ესაა ჩემი ანდერძიც და ბოლო სათქმელიც,
იმ ორ ანგელოზს, წლების წინად ჩვენ რომ ვიცნობდით,
დიდი ხანია დაუგდია ღია სარკმელი.
საფლავს ნუ ნახავ, ყველასათვის ასე ჯობია,
ჩემს მკვდარ სხეულსაც შენი ცრემლით ნუ შეეხები,
ორივემ ვიცით, სიყვარული შენთვის ჰობია,
ვერ გავუძელი... მეყინება აი, ფეხებიც...
ცოცხალი ვიყავ ტკბილი სიტყვა არ გაიმეტე,
ახლა მომაკვდავს ნუღარ შემკრებ კარგო ლექსებად,
მადლობელი ვარ იმისთვის რაც გამოიმეტე,
რას არ მივცემდი ეხლა მეგრძნო შენი შეხება...
თუ ამისრულებ შეიყვარე შენი რჩეული,
ცალმხრივი ტანჯვის ფასი ჩემზე უკეთ ვინ იცის,
დაიმარხება ჩვენი გრძნობა გამორჩეული,
დიდი ხანია მელოდება თანაც იქით ის...
ვინც ჯოჯოხეთში ჩამოყოლაც არ დაიზარა,
საიქიოში მელოდება სულის ნაწილი,
ცრემლი არ გინდა, რატომ ტირი, რად შეგეზარა,
ჰო, უმართვეოდ გადაშენდა ისევ არწივი...
ღმერთს ორივ ხელი გადაჰხვიე, ერთად იარეთ,
ის არ დაგკარგავს, მე კი სულო, უნდა წავიდე...
დრო მოგიშუშებს, დამიჯერე, გულის იარებს,
არ დაგივიწყებ, თუნდ ათასი წელი გავიდეს...
არ ვიცი ჩემო ან ჩაკითხვას შეძლებ სადამდის,
მაგრამ ვიცი რომ მწუხარება ლექსად დარჩება,
სულის ობოლო მარგალიტო კარგად, ნახვამდის..
მოიცა, არა, შესახვედრად დრო არ დაგვრჩება...
ლოგინზე პირქვე მივეგდები შენით სნეული,
უკვე გონებაც ეგუება ფერისცვალებას,
რომ ვერ გავაქრე გონებიდან შენი სხეული,
ჩემო ქალღმერთო, უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
უნდა წავიდე, უკვე დროა შემოჩვეული,
მაგ როზმარინის სურნელება მათრობს ხეიბარს,
შენი ხატებით მომდგომია ეშმაკეულიც,
გახსოვს? ოდესღაც ატარებდი შენაც რეიბანს...



№1 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ძალიან კარგად წერ))

ეს მოწონება ნახევარ ქულას როგორ წერს . დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent