შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეჭვიანი მარტოობა


17-02-2016, 18:42
ავტორი Kristy
ნანახია 2 936

იცი?! ჩამოთოვა უშენობამ,
დღემაც ჩამოყარა ყურები,
რომ ვერ მინახულა სიყვარულმა,
ვეღარ შევაერთეთ სულები!
იცი, რომ ამიტირდა ღრუბლები და
რაფას მისველებენ ცრემლებით?
გარეთ ტირილია გმირობა ბუნების:
მიწას რომ ეხლება წვეთებით!

თუმცა ეჭვიანი ნამდვილად ვარ
და ახლა უმიზეზოდ ვწუწუნებ,
მე მაინც მემძიმება უშენობა
და დღეს ამიტომაც ვბუტბუტებ:
ისევ უშენობა დამჩემდა და
ისევ გაიღვიძეს დღეს ეჭვებმა,
ისევ შემოსახლდა უშენობა
და დღე გაიყვანა ამ ლექსებმა!

ისე დასთამაშებს წვიმა ჩემს ფანჯარას,
არც კი მერიდება თითქოს,
ისე შემომცინა ზეცის ცრემლებმა,
რომ ალბათ შენი ბაგე იყო
და წვიმის წვეთები
ისე ლაღად თამაშობენ ფანჯრების მინებზე,
უკვე ძლიერ დაგვიანდა
რითმების აწყობა გაფრენილ სიტყვებზე!

სამყარო ბნელდება, კიდური დუნდება...
კალამს აღარ შერჩა ძალა!
დიდი, რუდუნება, დიდი სასოება
ჩნდება მოლოდინში ახლა!
სიტყვები ხუნდება ტუჩებზე მომდგარი,
თუმც დღემდე უთქმელი ალბათ!
უკან ვიხედები და ყველაფერს ვხედავ,
მაგრამ შენს ხატებას აღარ!

წამი წამს მიყვება, გული მეყინება,
სევდა შემოაწვა წამწამს,
გრძნობა მოაგონა... მარტო რომ იგულა,
ცრემლი ააზვირთა ამ წამს!
ისე ჩამოღამდა, არც კი მიგრძვნია და
წამით მომაგონდა, რადგან
ამ უცნაურ მცდელობებში ჩაძირული,
უკვე ვინაობას ვკარგავ!



№1 სტუმარი Magda

ვინაობის დაკარგვა. ძლიერი ლექსია

 


№2 სტუმარი Gio

ვაა. ძაან კარგია. ყოჩაღ

 


№3 სტუმარი Firestorm

ჯერ მარტო სათაური რად ღირს
ზალიან კარგია

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სამყარო ბნელდება, კიდური დუნდება...
კალამს აღარ შერჩა ძალა!
დიდი, რუდუნება, დიდი სასოება
ჩნდება მოლოდინში ახლა!
სიტყვები ხუნდება ტუჩებზე მომდგარი,
თუმც დღემდე უთქმელი ალბათ!
უკან ვიხედები და ყველაფერს ვხედავ,
მაგრამ შენს ხატებას აღარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent