ლექსი-სიზმარი
გუშინ ლექსი დამესიზმრა ცხადი ტრფობის, ლექსი სიყვარულის ჩაუმქრალი გრძნობის... ისე ცხადად ვნახე მოლოდინი "თრობის", უკვე მეშინია ფიქრისა თუ თხრობის! რითმებს პანტა-პუნტით ყრიდა ღია ციდან ოქროსკაბიანი ანგელოზი "ზღვიდან", მე კი ვისრუტავდი ხარბად, მაგრამ თმენით და სტროფს ვამდიდრებდი ათასფერი თემით! მერე კი მრცხვენოდა ნაქურდალ ბგერების, უმწეო ცხოვრების და ეფემერების; მრცხვენოდა აკრეფა ნარჩევი ფრაზების, დაღვრილი რითმების, აჭრილი აზრების! საოცრად მახვილი ფიქრები, გრძნობები, ცელქი და თამამი მომავლის ცნობები, ფაქიზ ოცნებებთან ფერება, ლაციცი, როგორ მოვიგონო ის დრო, არც ვიცი! უნიღბო გულები, ფერადი მუზები, ფარფატა სულები და არა კუზები! ლაჟვარდში ჩაფლული იების სურნელი, უკვდავი სტროფები, რომლებსაც სულ ელი! ხატულა თვალები, ფაფუკი ტუჩები, "მაღალი სახლები" და ფსევდო-ქუჩები, ტყეები, ველები, ზღვები და... ფერები?! უძირო წალკოტის უზადო ერები! უკვდავი სიზმარი მესიზმრა წუხელის, არ მინდა მოსმენა ბრძენის თუ სულელის! სიზმარი, რომელშიც მინდოდა მეცხოვრა გამიქრა და ნეტა საშლელი მეპოვა: წავშლიდი უჩუმრად მიმავალ საათებს, ვუცქერდი შორიდან დრო როგორ ტაატებს, ჩავშლიდი დღე-ღამის ცვლილების მსგავს წესებს და სამფლობელოს შემოვავლებდი მესერს! სიზმარში მინდოდა დარჩენა ბოლომდე, არ გავიღვიძებდი არასდროს როგორმე, მაგრამ ნანახი რომ უნდა აღმეწერა, სიზმრის გაგრძელება მიტომ არ მეწერა! ნიღბების აკლდამა ქერბოდა თანდათან, წამი საუკუნეს ქარგავდა კვლავ და კვლავ... ქარი რომ ღრიალით ეძებდა სიყვარულს, აღარ იკარებდა გაცვეთილ სიბრალულს! სიზმარში, რომელიც დღეს ჰგავს ლამაზ ზღაპარს ცხენები იცვლიდნენ მათ ოქროსფერ ფაფარს, ფერებს იპარავდა ზეცა - მეწამული და მჟღავნდებოდა ჩემი გრძნობა - მალული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.