შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომეფეთე და... პასუხი მინდა..


22-02-2016, 00:49
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 947

შემომეფეთე და კარგო, ისე გამიღიმე,
ტრფობის ჩამიტარე თითქოს გაკვეთილი.
სიტყვა ვერ გავბედე, მხოლოდ გავიღიმე,
მიწას დავენარცხე მუხლებმოკვეთილი.
სახის აალება.. ღირდა მაგ თვალებად,
მართლაც წამი იყო, ტურფავ, საოცნებო,
ნეტავ რა გსურდა რომ გეთქვა, შავთვალებავ,
იქნებ მიმახვედრო, რაზე ვიოცნებო.
წყვილი ჯვარედინი რითმის ბაკაბუკით,
ერთხელ შემხედე და უხმოდ ჩამიარე,
შენი გულის ეხლაც მესმის ბაგაბუგი,
უცხოდ ეახლობლა გრძნობას ნაიარევს.
ბედი გაერთობა, რად მინდა მეფობა,
თუკი სადედოფლო მწუნობს ლამაზმანი,
დროა გავაღრმაოთ ეს უთიერთობა,
კმარა ღიმილები, უხმო ქარაგმანი.
რატომ მენიღბები, არ კმარა ნიღბები,
ჩვენი ცხოვრება ხომ ისეც თამაშია,
თავად მოისურვე და მეც ვინიღბები,
თამაშის არსიც ხომ სწორედ ამაშია.
წერე გულახდილად, ახლოს გამეცანი,
მერე რა ვუყოთ თუ თავად ვერ მიცანი,
სულის სილამაზე შენც ხომ შეიცანი,
დაე დანარჩენი დარჩეს გამოცანად...
არ ვარ აქაური... სული ნანდაური,
ვიცი, გიპოვნია, რაღად აჩერდები?!
გულმა უკეთ იცის, მას გვერდს ვერ აუვლის,
ჰოდა იმოქმედე, ნუღარ გაჩერდები.
ჰერა აღარ გწყალობს? მერე სთხოვე ოდინს,
ისევ სიყვარულის ტურფა სამოსელი,
მითხარ, რა აზრი აქვს გარდასულის ლოდინს,
გრძნობა აწმყოთია მხოლოდ შემოსილი.
და რა მომავალი, თუ გზები სავალი,
ისე დაგეხლართა, ჩემთან ვერ მოდიხარ..
წარსულის კარსაც აქვს, ერთო, გასავალი,
მაშინ რაღას უცდი, რად არ გამოდიხარ?!
ხელს გამოგიწოდებ ,აწმყოში გამყევი,
ლექსები იქნება სიმძიმის გამწევი,
ერთხელაც გაბედე, ჰო, მიდი, ამყევი!
არვინ არ იქნება მელექსის დამწევი.
რადგან უჩუქნიათ ჩვენთვის უკვდავება...
წარსულს ნუ ჩასჭიდებ ხელებს აბუზული,
გაყავი სიცოცხლე ბალადის თავებად,
დაწერე.. რად ზიხარ შენთვის გაბუსხული.
მიდი შემაყვარე თავი, მომაწონე,
ჰო, დიდი ხანია მუზა არ მყოლია,
დროა! გადაძალე ბედის საპირწონე,
არას მკეთებელი შანსის არმქონეა.
შენც ხომ დაიღალე ამაო ვედრებით,
ჰოდა გაიღვიძე, ლამაზო, რად დრკები?!
მითხარ რა გამოვა ბედის დაყვედრებით,
გახდი მეომარი, მერე შევედრებით.
ცეცხლად აინთე და ატმად აყვავილდი,
გრძნობას ნუ შებორკავ თუკი გაზაფხულდა,
ჭკუას არ გასწავლი, მეც ბედს დავყაბულდი,
იცი?! თავის დროზე.. მაგრამ არ დასრულდა...
ბედის გაგრძელება, ზღაპრის დაგრძელება,
რაკი შესაძლოა შენ პრინცს დაუძახე,
შეუძლებელია იმის დაძველება,
ათასწლეულის წინ ბედმა რაც იზრახა.
თუ შედგა შეხება, ჰო, ეს შენც გეხება!
მუზას მიუჯექი.. ნუღარ დააყოვნებ!
ეს წაქეზებაა და არა შექება,
ყველა უარყოფა სწრაფად გაახმოვნე!
არა რას აღწერდა? ააა გაახსენდა,
დიდხანს მივიწყებულ კალამს სტრიქონები,
რაც შენ ასე გაკლდა ისევ ხომ შეგხსენდა,
ერთად დავაქციოთ იერიქონები.
მიდი, დამამსხვრიე თუნდაც გამეტებით,
თუკი ლექსში თავი უკვე ამოიცან,
ნურაფრის შეგრცხვება, ყველა დავბერდებით,
მენდე, ცხოვრების ფანდს ვერვინ გამოიცნობს.
მაშ გაშალე ფრთები, მუზავ, გააფთრებით,
მინდა როგორც თავხედს მედგრად შემიტიო,
ქალს ნუთუ გჯობია მგლები და აფთრები?!
პასუხი მინდა რომ ლექსში დაატიო.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სანამ მისაძღვნელი მითქვამს მე სახელი,
წესი ასეთია, ლექსი ყველასია..
ბედი არავისზე არ მაქვს მისაბმელი,
პოეტის ვალი ხომ სწორედ ბალანსია.
წერა გეხერხება და ჰო, შენც გეხება,
მთავარია გსურდეს ძველის დასასრული,
ყველაფერს რასაც აქვს აწმყოსთან შეხება,
გარდასულის არის მხოლოდ აღსასრული.
ნუ დაგენანება, ან რა შენანება,
ლექსებს უკვდავების რად უნდა ცრემლები,
თუ გსურს შენც ამყევი, თუ არ გენანება,
დრო და დაკარგული გრძნობა ნაცრემლები.
მესმის რა რთულია, განა მავთულია,
ერთხელ გადაჭრა და მორჩეს ყველაფერი,
ჩვენი სიცოცხლეც ხომ გრძნობით მართულია,
მაგრამ დრო გადის, წლებს მიაქვს ყველაფერი...
ჰოდა როდი ნიშნავს ძველი დაივიწყე,
თუკი სიახლეში დროზე გადმოხვედი,
წარსულის შეცდომებს გონი არ ივიწყებს,
შემდეგ საფეხურზე დროა გადახვიდე.
ხანი გამოხდება, რაღაც კვლავ მოხდება,
ისეც კარგად ვიცი ქალის ხასიათი,
თეთრი ცხენიდან პრინცი კვლავ ჩამოხტება,
შეგიმსუბუქდება გულის ხვაშიადი.
რა მნიშვნელობა აქვს ადრესატს როცა ცვლილებები გჭირდება?! უბრალოდ შეიცვალე
request

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ხელოვნებაა თვით ჩემი სახელმწიფო,
ლამაზი სიტყვები ქვეშევრდომებია,
ვისაც არ ძალუცს რომ შეცვლა ხელეწიფოს,
მართლაც მეტისმეტი მოუნდომებია.
სანამ ტახტრევანი მიდგას სამეფოში,
სანამ გვერდით მყვანან ნაზირ-ვეზირები,
კიბეზე დარჩება კვლაცაც თეთრი ქოში,
და ჯადოქარივით მფარველ-გეგზირები.
ვერ წარმავალია ლექსის მეუფება,
თუმც ვერც ნათელია ცხადლივ მომავალი,
მთავარია წყვდიადს გული ეურჩება,
თვალებს აიმედებს მზე ამომავალი.
არც მე ვიცი როდის, ოდესმე მაგიერ,
უწინ დაკარგული დიდი თანაგრძნობის,
ცეცხლი დაბრუნდება, ეს არის მაგია,
სიყვარულის როგორც ყოვლისშემძლე გრძნობის.

მთავარია უბრალოდ მოძებნო, უბრალოდ დაუძახო. მას არ მიუტოვებიხარ, უბრალოდ "შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხელში აყვანილი მიჰყავდი"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent