და იყო ასე ...
ჯიუტად ველოდი ამ წამს: ვუსმენდი ფოთლების ჩურჩულს; სევდა რომ ისმოდა ხმაში და სიტყვებს ვერ ვმალავდი ჩუმს! უცებ რომ გნახე პირველად, მივხვდი, რა და რატომ მაკლდა და რომ უშენობით დაღლა არ მომიწევდა, მწამდა! ასე ვვოცნებობდი შენზე, გელოდი სანატრელ ვარსკვლავს! ისე არ მინდოდა წასვლა, რომ არ გავურბოდი ამ ხმას! და მზე ჩაიღვარა წუთში, როცა შემომხედე ახლა! გრძნობა რომ ვღვარე სიტყვებად, რაღაც სინანული ახლდა! და გპოვე როგორსაც გნატრობდი და ეს დღე სხვას უკვე არ გავს, უხმოდ ნაპოვნი ფერები შენს ლამაზ სილუეტს ქარგავს! მნათობებიც კი შურით კვდებიან, როცა ამჩნევენ ეს სილამაზე საათზე რომ წამებს აჩერებს! და ეს მამაცი სიტყვები კვლავ გზებს იკვლევენ შენკენ, რადგან თამამი კითხვები საუბრით უთუოდ შედრკნენ! და კვლავ იხურება ფარდა, რადგან ყველაფერი თან მაქვს: ჩუმი საყვედური კვლავაც გულით განუწყვეტლივ დამაქვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.