ჰო... იცეკვე...
ჰო... იცეკვე, ბობოქარო ჩემო სულის ნაწილო, შემოუნთე სხეულს ალი უდაბნოთა მშვენებავ, სიყვარულის სიტკბოება მინდა გაგინაწილო, შარბათით და ვნების ალით დავთვრეთ შეუსვენებლად. ალ მოალინს დაუპყრია შენი უღვთო სხეული, მე ოქსინოს საფარველქვეშ გეტრფი, ჩემო ღვთაებავ, ნდომას გაუსწორებია დალალები ხვეული, თუ გიჟური ალერსისგან ნაამებთ გზა აებნათ?! ცეცხლის ალი მოედებათ მოორხოვილ ფარდაგებს, როგორ უხმოდ ქრება ბავშვი მაგ მადიან მზერაში.. ანუბისი თავის დემონთ დაგვიყენებს ბადრაგად, რომ ვერავინ ჩაერიოს ორთა გულის ძგერაში. წვიმის ალში თამაშობენ ქაშანურის ხელები და მიდამოს ტრფობის სურნელს აპკურებენ საამოს, ჩემთან მოგოგმანებამდე ლექსით მოგეფერები, ვინძლო ვნებას აწყვეტილმა ტაეპებმა აამოს. სიტყვებით რომ შეუხსენი შენს მბრძანებელს სარტყელი, ცეცხლისფერი მზესავით რომ გააწითლე კარავი, დროა ბოდვით ჩაიფერფლოს ირგვლივ ყველა სანთელი.. და შეიგრძნოს მაგ სიტურფემ თრობა, როგორც არავინ. შემოსძახებს რა დევრიში ალიონზე ბაიათს, წვიმისფერი გაგიხდება ლამაზმანო ფიქრები, მუვატალი მოგვახარებს ბაჯაღლოსფერ განთიადს, ჩვენ კი, უკვე სხეულით და სულით ერთნი ვიქნებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.