მარტივად მოგელი
შემოეჩვია ჩემს ფიქრებს უარავისობა,თოვლი და სიცივე. შემოეჩვია მეხსიერებას და ფანტაზიას ათასი გაუგებარი სიგიჟე. მინდა, რომ უცებ აღმოვჩნდე კუნძულზე,სანაპიროზე ზღვასთან. ფიქრებს და ოცნებებს ვაზიარებდე, ვყოფდე სხვასთან. მინდა, რომ დრო ჩერდებოდეს, ისმოდეს მისი დუმილი. ამ დროს კი მილიონობით მეოცნებე ადამიანს ბოლოსდაბოლოს უხდებოდეს სურვილი. წყურვილი მოიკლან ოკეანეთი და დაეწაფონ მზის სხივებს ხარბად.. მე კი შორიდან უბრალოდ თვალს მივადევნებ ალბათ.. რამდენი წამი გასულა დაღამებიდან უკვე. შემცივდა, ხელები გამეყინა და სხეულიც უცებ.. მინდა, რომ ზაფხული დადგეს ამ წამს და აეწვას ზამთარს გრძნობები. მე შენ, აი ასე მარტივად, უთქმელად, დაუღალავად მოგელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.