მკვდართა ქალაქი
ოდესღაც სადღაც, დიდი ხნის წინათ იყო ალაგი, ნაყოფიერი, ხალხმრავალი, მკვიდრად ნაგები, ახირებული სახელი ერქვა, მკვდართა ქალაქი, ბევრის გონისთვის რთული იყო მისადაგებად. და ლეგენდები დადიოდა უკვდავ ქალაქზე, რომ ნებისმიერს იქ შეეძლო მარად ეცხოვრა, ბევრმა მეგზურმა მოისვენა რძისფერ ჰამაკზე, და მხოლოდ ერთმა მოიხილა ქალაქი ცხოვლად. კვადრატულ ქონგურთ გალავნებზე სანგრად დატანილს, ციხე კოშკები ალაგ ალაგ უერთდებოდა, ციხესიმაგრეს წააგავდა რაღაც სატანურს, წერდა ავტორი გაოცებით... თმა თეთრდებოდა... მოხუცი ერთი კარიბჭესთან იდგა ვაგლახად, გაგვიგულადდა მოგზაური ფრიად ახლა კი, მისი ჭაღარა მან მიიღო უძლურ გლახაკად, და ასეთივე გააკეთა წიგნში ნახატი. მიუახლოვდა... მიესალმა, სახელი ჰკითხა, და რა პასუხი ვერ მიიღო, უეცრივ გაწყრა, მოგზაურს ამა სამეფოსას არავინ ჰკითხავს, აქ ვერ დარჩები, მზე მალე ჩავა, და წადი ეხლავ... ისი ქალაქი, შენ რომ ეძებ, წყევლად ქცეულა, და ქალაქია სწორედაც რომ გარდაცვლილების, ვინც დარჩენილა დილით გვამად გადაქცეულა, გაასწარ სწრაფად, ჟამი არ არს გადაცილების.. მე არსად წავალ, მარადისი ცხოვრება მინდა, მითხარ, რად ეძებ უკვდავებას, მეგზურო, ასე? რა გაგიჭირდა, ანდა ასე რა დაგიძვირდა, რომ სიკვდილს ნატრობ და სამარეს სხეულით ავსებ? ჰა გამომყევი სწრაფად, რაღაც მინდა გაჩვენო, აქ განისვენებს ლუკულუსი, მხედართმთავარი, თორმეტი წელი გაატარა ამან საჩინო, და ამიტომაც ცოცხალია რომის მთავარი, ის ვინც სიკეთეს არ აკეთებს აქ ვერ იცოცხლებს, უკვდავ ქალაქში ვერ იქნება ხსოვნა მავანის, წამი კი არა სიკეთეა თავად სიცოცხლე, ამად დახშულა მოგზაურო ბჭენი სავანის. თქვა და განშორდა ქალაქითურთ იგი გრძნეული, როგორც მირაჟი ჩაიფერფლა მზეში ყოველი, როდი მაღელვებს მოტანილი სხვისი ძნეული, მცველისთვის წამი არ არსებობს, მე ღმერთს მოველი... და როცა ისევ აზვირთდება კარგო რიონი, შენი ხატება გამოჩნდება წამით ეფესთან, ნელა, დამარცვლით კითხულობდა შამპოლიონი, "ალ მოალინი სტუმრად მკვდართა ქალაქ თებესთან"... ლექსი ეძღვნება ყველას, ვინც გამოიცნობს რა პრინციპით ენიჭებოდათ მიცვალებულებს სიცოცხლე და ვინ იცხოვრებდა სამუდამოდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.