რვა მარტს გილოცავ, ჩემო თავნება...
შენი ხატება ღმერთმა წაიღო, დასაბრძანებლად მამის ტაძარში.. გამოღვიძება ნეტავ რა იყო, თავი ხომ მქონდა უკვე ბაწარში. განთიადისას შენთან მოვედი, ჩუმი ქვითინით წამოვიჩოქე, მართლაც მძიმეა.. ჩემო, ო, ბედი... აი, ისევ შენს ხატთან ვიჩოქებ. თან არაფერი მომიტანია, სანთელის გარდა, ჩემო თავნებავ, ჩემი სიცოცხლე ასატანია, შენზე ლოცვაში უხმოდ დადნება. არსად მინახავს შენი საფლავი, გულში იმედის სხივი კიაფობს, თუ არ არსებობს შენი დამფლავი, იქნებ გზას შენკენ მაინც მივაგნო. ვერსად ვიშოვე ლურჯი იები, ისიც შენსავით გაქრა ქალაქში, მწვანე ოცნებებს სევდად მიები, შენი ხატება მთხოვეს ალაფში. დღესაც გათენდა, ჩემო, უშენოდ, ხვალ მზე უშენოდ ისევ ამოვა, ცოტაც გაძელი, კარგო, უჩემოდ, მე მალე გნახავ.. მალე.. გამოვა... ჩაგეკონები ჩემო ვარსკვლავო, ვერ დაგვაშორებს მერე ვერავინ, ჩემო ტკივილო გულმოსაკლავო, რომ ვეღარ შველის გულსაც მკერავი... ჩემო იმედო, თეთრი სანთელით, რვა მარტს გილოცავ, ჩემო თავნებავ, მხრებს მიმსუბუქებს შენი ნათელი, და მოწოლილი სევდაც თავდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.