შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ცარიელი სამყაროდან...


9-03-2016, 20:56
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 526

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
მსურს აზრები ფიქრებს გავყარო და
დილის ცვარს შერჩენოდა ნაბიჯებად,
გოგონა, ცარიელი სამყაროდან...

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
არავინ ჭაჭანებდა სიახლოვეს,
ის მზერა, რომელიც რომ მაგიჟებდა,
ვერ ვიგრძენ, მე, იმ თვალთა სიახლოვე..

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
რეკდა ალავერდის დიდი ზარი,
სულში ნათლის სვეტად ნაბიჯები,
წაიქცა ეკლესიის დედო ზარი.

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
ელდისგან იატაკი ბზრიალებდა,
ვიღაცა მოდიოდა ნელ ბიჯებით,
და ირგვლივ ირონია რიალებდა.

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
და ბედზე არვინ იყო სიახლოვეს,
ბაგენო მაჭარით რომ მაგიჟებდით,
რად აღარ გამიკარეთ სიახლოვეს?!

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
ფიქრები მიაგავდა სასაკლაოს,
ხმა ბუკ-ნაღარის და არბიტრების,
ფარავდა ჩემს მომავალ სასაფლაოს...

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები...
კაკუნით, ბაკაბუკით დადიოდა..
მიახლოვდებოდა ხმა ბიჯების,
და გული სწრაფად ადი-ჩადიოდა.

სიკვდილის მოისმოდა ნაბიჯები,
დროა სული სხეულს გავყარო და
ცოდვილ სულს მაჯლაჯუნად აბიჯებდა
გოგონა, ცარიელი სამყაროდან!



№1  offline წევრი ელლ

Miuxedavad xarvezebisa kargi iyo. Mdzime. Me piradad ragac bneli sulis kunchulshi amomayopina tavi , sadac sikvdilis shishi menaxeba.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სიამაყეში ნუ ჩამითვლი, მაგრამ ამ ლექსის დანიშნულება ისეც ეგ იყო, ის შიშისა და ქაოსისითვის შევქმენი fellow

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent