შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ვქნა


14-03-2016, 02:38
ავტორი მოყვარული
ნანახია 3 205

რა ვქნა, მაპატიე, მგონი მიყვარდები
ჩემდა უნებურად სულში მივარდები,
როცა ჟრუანტელად ტანში დამიარე
ცხრავე, ჯოჯოხეთის კარი გავიარე
რა ვქნა, მაპატიე, მგონი მიყვარდები
შვების სათხოვნელად ღმერთთან მივვარდები,
გრძნობა იმხელაა, ლამის გასკდეს გული
სული სევდითა მაქვს კარგო დადაღული,
უკვე ეკლებს მასობს გულზე ეგ ვარდები,
რა ვქნა, მაპატიე, მგონი მიყვარდები
ნეტავ ჩემთან იყო, გეხებოდე ახლა
იცი როგორ მინდა ჩახუტებით დაღლა?!
გონი დამეკარგა, შენში გადავვარდი
რა ვქნა, მაპატიე, მგონი შემიყვარდი...



№1  offline წევრი Anna)))

კარგი ლექსია :*
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№2  offline წევრი teddy))

Kargia, momwons!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ერთი ეგაა მოყვარულის ნამუშევარს არ ჰგავს wink ზედმეტად კარგი და დახვეწილი ლექსია, მგონი, რაღაცას გვიმალავ, არა? fellow

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent