შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორნიკე ნაროზაული "მათხოვარი"


18-03-2016, 16:38
ავტორი annita1
ნანახია 3 105

"რა არის წუთია, წამია ცოხვრება,
სიმდიდრე ქონება რა ჭირად გვარდია?
სამოსი კი არა, სხუელიც ბარგია,
ხვალ მიწა წაიღებს, არ გვემახსოვრება!"
ქალაქში ისეთი სიცივე გამეფდა,
მადლობა უნდა თქვა სითბო თუ იგრძენი,
და სახლში შესვლისას შემთხვევით კარებთან
დიდხანს თუ გაჩერდი, ყინულად იქცევი.
კაფეში სეზონი გაიხსნა ყავების,
სიგარეტს ეწევა დიდი და პატარა,
(სადა ააქვთ ტვინები? სად ააქვთ თავები?)
-აცივდა კაცო-ო, იძახის სატანა.
ჯოჯოხეთს ახურებს ახალი სულებით,
გვცივაო ყვირიან დამზრალი ფანჯრები,
წითელი ცხივრებით, წითელი ყურებით,
მეტროდან-მეტროში თაგვივით დავძვრებით.
და მეც ამ ქალაქის ერთ-ერთი ტუსაღი,
ვუჩივი სიცივეს. (ზამთარი კი მიყვარს)
გზას ვეძებ ტაძრისკენ, არ ვიცი თუმცა კი
მარტოდენ ტაძარი, ღმერთთან თუ მიმიყვანს.
თან ისე ცივა, რომ ვერ ვფიქრობ ამაზე,
გზად მხვდება ნაცნობი, რომელსაც ვერა ვცნობ,
რაღაცას მიყვება დედაზე, მამაზე...
და ამბობს - რამხელა გახდიო, შე კაცო.
მიღიმის, ვუღიმი ( რა უნდა? ვინ არი?)
მოკითხვას მაბარებს ჩვენებთან სოფელში,
მშორდება.. ბუტ-ბუტებს კვლავ სახე მცინარი,
-რამხელა გახდაო და ჯდება "ოპელში."
სიცივე მაფხიზლებს ფიქრების რულიდან,
-ჰუ, ჰუ, ჰუუ, ყინვაა, ყინვაა მაგარი,
ვიღაცის ფეხებთან დავარდა ფული და,
ხმა მომწვდა ყურამდე, გალობის მაგვარი -
"ხურდა ხომ არა გაქვს? წყალობა გაიღეთ,"
სიზმარი მეგონა, ზმანება მეგონა,
და ალბათ პირველად აღმომხდა - ვაი, მე!
თვალებში მიცქერდა ათი წლის გოგონა.
"გთხოვთ დამეხმარეთ-ო" ძლივს ამოიხვნეშა,
და იქვე დაფენილ ქურთუკზე ჩამოჯდა,
მისმა ხმამ დამაგდო და გამიწიხლქვეშა,
ქალაქი გაქვავდა, ქალაქი გაგონჯდა.
მის მწვანე თვალებში ელავდა მაისი,
ის ბავშვი არ იყო, არ იყო, ღმერთმანი,
დავჯექი და გოგო მუხლებზე დავისვი,
არ ვიცი რამდენხანს ვუმზერდით ერთმანეთს.
ანგელოზს მოჰგავდა, პატარა ანგელოზს,
ყინვისგან დამკსდარი ტუჩები სტკიოდა,
ვინ რემბრანტს, ვინ გოგის, ვინ მიქელანჯელოს,
შეეძლო შეექმნა ეს მშვენიერება?
სციოდა საბრალოს, ფეხებზე სციოდა,
მივიკარ მკერდზე და დავუწყე ფერება.
-წამო-ო, - ვუთხარი, - გაგათბობ და გაჭმევ.
-არა-ო, პატარამ - და მიწა გამისკდა,
-დაგვარცხნი ლამაზ თმებს და თბილად ჩაგაცმევ,
სიცოცხლეს მოგცემო დავპირდი ლამის და...
რა აღარ ვუთხარი, რას აღარ ვეცადე,
შეწუხდა გოგონა, წამოხტა კალთიდან,
მისი ხმის წკრიალი აღწევდა ზეცამდე -
დედა თუ დავტოვე, ეგ სითბო რათ მინდა?!
ატირდა პატარა, და სადღაც გაიქცა,
ენა ვერ დავძარი, მუხლი ვერ გავმართე,
გონს როცა მოვედი, ავყვირდი - დაიცა!
მთელი დღე გიჟივით ავრბოდი აღმართებს.
დაღმართებს ჩავრბოდი, ვგმინავდი, ვკვნესოდი,
ხან მტვერში დავვარდი, ხან ფურთხში ვიცოცე,
საკუთარ ანარეკლს მჭიდს, მჭიდზე ვესროდი,
ვწყევლიდი მიწას და ამ დამპალ სიცოცხლეს.
სახლში რომ დავბრუნდი, ცის პირი ტყდებოდა,
თვალიდან ცრემლები ფიფქებდა მცვიოდა,
-მოხვედი? - დედის ხმა მომესმა ქვემოდან,
სხეული კი არა სულიც კი მტკიოდა!
დაფლეთილ სამოსელს მაშინღა დავხედე,
გადამსკდარ მუხლებს და დასერილ ყვრიმალებს,
მე - შვილი უძღები, მე - შვილი თავხედი,
ვერსად გავიქეცი, ვერსაც დავიმალე...
-თორრნიკე მოხვედი? პასუხი გამეცი!
მე სიტყვებს ვეძებდი, შესაფერს მომენტის,
და ბოლოს დედის წინ მუხლებზე დავეცი,
-ხო, დედა, დავბრუნდი, უძღები მოვედი.
________________________________
უთხარი დედას რომ გიყვარს და გახარებს,
და თუ კი ცას მიდის, იქაც შენ მიყავხარ,
-დე, ვიცი, მუდამ რომ მაგ გულით მატარებ,
ამიტომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent