შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა


20-03-2016, 16:19
ავტორი annita1
ნანახია 39 053

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული,
გორით-გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული მთები წვანან,
მთებში ჩუმად დაქვითინებს,
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს,
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბანალივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ვოჰოი ნანა,
ქოჩახელას ქარჩხი განა,
უსულ-უსულ, ლოცვა-ლოცვით
ქარმა ნისლებს გაატანა.
ფიჩხიფუტთან გამჭვარტლული
ერთს ვცეკვობდი განდაგანა,
თვარა ისე დუშმნის თვალებს
მიბჯგენილი ვიყავ მარად,
მიბჯგენილი ვით ამ მთებზე
ლოდიძირის ძვლების ძალა,
მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე
დირეები კოჭბორჯგალა,
მიბჯგენილი ვით ჭალიქვით
გაჯანდრული დედეს ნანა,
ჟამმა ბევრი მაბოჯირა,
მომბეჟა და მავალალა,
მომთიკრა და მამუმნათა,
დამინდო და დამავალა.
სისხლში სისხლი!
მხოლოდ სისხლი!
აჭარელი ვიყავ განა.

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურა ვკადრე მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა,
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,
შატბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემი სისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,
რაც დამფლა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!!!



№1  offline წევრი niino

გენაცვალეეე შენა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გაიხარე დაო, გაგარი ლექსია, ვგიჟდები ამ ლექსის თითოეულ სტრიქონზე love

 


№3 სტუმარი Lap

Qeda shuaxev xuloidana iunda iyos tanmimdevroba ageria vgijdebi am leqsze radgan qeda chemia:D

 


№4  offline წევრი Nate

ძალიან მაგარი ლექსია! აი ისეთი მთელ ტანში რომ გაგივლის და დაგბურძგლავს! ოღონდ ისეთმა უნდა თქვას ვინც ნაღდად გრძნობს ლექსს! love

 


№5  offline წევრი mimimimo

'აჭარელი ვიყავ განა!'
ძალიან ძლიერი ლექსია..
დიდი მადლობა შენ, რომ ასე მასიამოვნე!
სამჯერ წავიკითხე და სამჯერვე ჟრუანტელმა დამიარა!

 


№6 სტუმარი იაგო გოგრაჭაძე

საააღოლ კარგია

 


№7 სტუმარი zalian didi da kargi leqsoa yochag

:смиле: [b][/b][i][/i][u][/u][s][/s][left][/left][center][/center][right][/right][hide][/hide][quote][/quote][spoiler][/spoiler]

 


№8 სტუმარი nana

Magari leqsia chemi shvili otxi wlisaa da mtxova maswavleo kargi leqsia

 


№9 სტუმარი თემო

ეს ლექსი დიდ ქართველ პოეტს, აჭარის საამაყო შვილს ბატონ ზურაბ გორგილაძეს ეკუთვნის.

 


№10 სტუმარი ია სურმანიძე

მეამაყება რომ აჭარელი ვარ

 


№11 სტუმარი niik

meamayeba ro am adamiaans vicnobdi da tviton maswavlaa es leqsi

 


№12 სტუმარი სტუმარი დიანა

ძალიან კარგი ლექსი ძალიან სასიამოვნო წასაკითხი

 


№13 სტუმარი სტუმარი მარი

მართლაც მაგარი ლექსია

 


№14 სტუმარი რიმა

ძაან მაგარი ლექსია მაგრამ ერთ-ერთშეცდომას დაგისახელებთ ხულო შუახევ ქედიდანა არასწორე აგერია

 


№15 სტუმარი lizi

Kargi lecsia tanac gamosatkmeli

 


№16 სტუმარი ლეო

Lap
Qeda shuaxev xuloidana iunda iyos tanmimdevroba ageria vgijdebi am leqsze radgan qeda chemia:D

არაა ბრატ ხულო შუახევ ქედიდანა რადგან ავტორი ქედელია ქედიდანაო

 


№17 სტუმარი მილენა ვერძაძე

მე ძალიან მომეწონა ეს ლექსი იმის მიუხედავად რომ პატარა ვარ გადავწყვიტე ამ ლექსის შესწავლა

 


№18 სტუმარი სტუმარი ელენე

მე მთლაინ ვისწავლე დაა ძალიან მომწონს

 


№19 სტუმარი სტუმარი Sesili

Chem shvilma 5wlis sesilim sauketesod icis es leqsi????????????????

 


№20 სტუმარი თიკა

ძალიან მომწონს ეს ლექსი ბაუშვობიდან ვგიჟდები და ამაზე უკეთესებიც გამოგეშვატ ძალიან კარგად გომუშავია და გიმწვალია ყოჩაღ!!!@

კარგია ძალიან ეს ლექსი!!

 


№21 სტუმარი სტუმარი ლუკა

ძალიან კარგი ლექსია.იმდენჯერ ვკითხულობ არ მბეზრდება.მაგრამ ჩემ დამ გამლახა ამას რო ვკითხულობ განა

 


№22 სტუმარი სტუმარი ანდრია

რა კაი ლექსია ძალიან მომეწონა

 


№23 სტუმარი ანდრია ცენტერაძე

რა კაი ლექსია მე ამას ვსწავლობ და მსიამოვნებს ამის სიტყვები

 


№24 სტუმარი სალი კვესიეშვილი

ძალიან მაგარი ლექსია ძალიან ექვსიდან 3 ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ლექსით

 


№25 სტუმარი დათა ჭაღალიძე

ყველა ლექსი ვიცი და ძალიან მომწონს ეს ლექსი

 


№26 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ხალიან კარგი ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent