შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა


31-03-2016, 13:09
ავტორი ერკე
ნანახია 1 883

ცოტა ხომ უნდა ვიბლატაო, ასეთი ლამაზი დედოფალი რომ მყავს! მაგრამ "ცოტა?" ეს რაღაც ისეთი სიტყვაა, რისი მნიშვნელობაც არ ვიცი ზუსტად. ყველაზე მეტად.... სულ სხვაა.
ახლა კი ლექსი ^_^
*********ლეგენდა***********
სამყარო ზღვის და ცის ერთდროული მხოლოდ სინთეზია
შევყაროთ სრულ ცამდე მიწა ტოვებს ბოლო კლიტეს ღიას,
კარს მიღმა კი იმალება, სიყვარულის მზის ამოსვლა
ადამიანს თუ აქვს გონი, მზე ახერხებს მის გამოცვლას.

ტკივილს ჩაახშობს სიღრმეში იღებს მელანქოლიურ წრეს,
რა ფრაზებიც კი თავში მოგივა, შენ თავს გონი უწერს
თუ უფალს ებრძვი, არ ტოვებ სხვა კვალს, გამოგყვებიან თან
მზად უნდა იყო დამარცხებისთვის, არც აგიბამენ მხარს.

მე თავად მინდა რაღაც დავტოვო, ამ სიყვარულისთვის
თუნდაც ეს იყოს რეალობა და ან ზღაპრული მითი...
რამდენჯერაც მე დანას დამარტყამთ, იმდენჯერ დავდგები
ამ ჯადოსნური გრძნობის სახელით ათასჯერ აღვსდგები!

მე ძალას მაძლევს შენი ჰაერი, რასაც იმეტებ, თმობ
სასწაული ხარ, პირამიდები შენთვის აღებენ კარს
ფოთოლთა ხვევნა, მათი ალერსი მუდამ უნდა ენთოს
ბედის ვარსკვლავმა შენკენ მისროლა, იწყო გულმაც ფეთქვა.

შენც კი ხვდები რომ ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა სიხარულს სპობს
ცხოვრებაში სულ ერთმანეთს ვეძებთ, ყოველთვის ვპოულობთ
ათი ათასჯერ გარდავიცვალეთ, სიყვარული სულ გვცნობს,
ჩვენთვის გარდავქმნით ერთმანეთისკენ სიტყვად მიმართულ დროს.

დიდი ხნის წინათ, მე შენ მიყვარდი, ვფიქრობ გახსოვს და მეც
შენი სურნელი ისევ მაბრუებს, ყოველ დღეს და ღამეს,
მეფე-დედოფლად, თუმც ხალხთან ახლოს, ვეხმარებოდით მათ,
სიყვარული, რაც გვაძლიერებდა, ჩვენც, მათ კი ჩვენს მიმართ.

რატომ ვახსენებ, ამდენ სიყვარულს? რადგან თავად ხარ ის,
ორივემ ვიცით, ხვედრი ტირანთა, ანდა ხვედრი ხარბის
დასრულდა ჩვენი მეფური წლებიც, აღარ გაგვყვა მუდამ
დაამხეს თავად, რაც ერთად ვქმენით, მათ ვისაც კი შურდა.

მაგრამ შეცდნენ თუ ფიქრობდნენ მორჩა, გაიმარჯვეს ჩვენზე
სიყვარული კი ვერ დაამარცხეს, ისევ მყავხარ გვერდზე,
როცა ყოველთვის, სიკვდილით გკარგავ, ჩემთვის მზად გაქვს ქვები
ათასჯერ მოვკვდეთ, მაინც გიბრუნებ, ახლად დაბადებით.

ახლაც ერთად ვართ, მე შენ გიპოვე, ხვდები მნიშვნელობას?
რასაც ვაკეთებ, შენი სიცოცხლე ხდის მას მნიშვნელოვანს
სამარადისოდ დავიარებით, ისევ სიყვარულს ვრგავთ,
მე შენ მიყვარხარ! მსურს რომ გაგიჟდე! გაკოცებ პარიზში ლუვრთან!
ე.მ.
30 მარტი 2016 00:00

პ.ს.
"ბედისწერის" შემდეგ თავს იხილავთ კვირას.



№1  offline მოდერი ლილიანა

love love love love თბილია და ტკბილი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

eremar
ალბათ,როგორი ბედნიერია შენი დედოფალი შენ რომ ჰყავხარ request დაე, ღმერთმა მოგმადლოთ იმის ძალა და უნარი,ცხოვრების ბოლომდე ასე მედგრად იდგეთ თქვენი სიყვარულის სადარაჯოზე!

დიდი დიდი მადლობაააა ^_^ ჰო ჰო... ერთი მინიმუმ ათი ათასი წელი კიდევ უნდა გამიძლოს love love უბრალო მოკვდავი კი არ ვარ...
ლილიანა
love love love love თბილია და ტკბილი

თჰენქს ^_^
შენსავით.
ანალიტიკოსი
ნელა ქენი ერკე არ გაგექცეს შენი დედოფალი თორემ ლექსებითაც ვეღარ მოაბუნებ....(ეძებე მერე ჩემსავით ბედი..)ძალიან მომწონს ეს ლექსი....

არსადაც არ გამექცევა. ამაზე ვიზრუნებ <3
არ გინდა ბედის ძიება. ის თვითონ მოგძებნის :***
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი ^___^ მთვარეული მე

ვაიჰ.... სიტყვები ზედმეტია... ამიტომ მოვკეტავ ^_^ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent