ოჯახის სიწმინდე
პატარა გვიყურებს, იმ თვალებით, რომელიც აჩუქე შენ გრძნობების სიუხვით, ღიმილს გვტყორცნის, რაც ასევე ჰგავს შედევრს მისი ხელები შენკენ მოიწევს, ჩანს თან პალიტრა ფერთა, პირველი სიტყვა მე არ მეკუთვნის, ამბობს - მიყვარხარ დედა! ოჯახს ვუყურებ, და უფრო ვიცი, არ მინდა მარტო ყოფნა ეს სასწაული, ჩემ თავს რომ ხდება, გვაქცევს ერთ მთლიანობად სიმშვიდე მარადისობად ქცეულ, დროებს დაუდებს საზღვარს გამოიდარებს ნამდვილად როცა, მე თქვენს ერთ ღიმილს ვნახავ. ბედნიერება რა არის იცით? დილის დაწყება თქვენით, როცა გულში ხართ და სიცივეშიც, მათბობთ ღიმილის ძღვენით, თქვენ თავს არასდროს, არვიზე გავცვლი, და სიყვარულზე მეტი ჩემს თავისუფალ გულში ბრძანდებით, ალბათ ესაა ბედი. ჩვილი ადგომას ცდილობს უთუოდ, გვჭიდებს პატარა ხელებს მისი სამოთხე შენ მკლავებშია, ის დედის სურნელს ეძებს, რაღაც მანიშნებს შიგნიდან, რომ თქვენს, გარეშე ვერ განვაგრძობ სიცოცხლეს როგორც ადრე ვიყავი, მშვიდი, მშიერი, მარტო. რაც მადარდებდა, სულ ჩემი თავი, როცა მშიოდა - ვჭამდი ახლა კი თქვენი სუნთქვა მჭირდება, სრულ სრულყოფილებამდე მე იმით ვცოცხლობ, რაც გაძლიერებთ და ბედნიერებს გხედავთ, თქვენი ტკივილი დღეს მეც კი მტკივა, ჩემია თქვენი სევდაც. ანგელოზს ნათლად მფრქვეველს მეც მიქრობს, გულში სიბნელის ძალას მე როცა მიჭირს და მენატრებით, მაშინღა ვიღებ კალამს აღარ მჭირდება სხვისთვის ჩვენება, და მიღება ნობელის, მის გარეშე ხომ, უთუოდ მზად ვარ, ვიყო კარგი მშობელი. შავი თვალები, შენი თვალები, თქვენ მე მანიჭებთ ტიტულს, და ეს ცხოვრებაც აღარ ჰგავს იმ დროს, ერთფერსა და რუტინულს, მუდმივად მარტო ყოფნა იმას ჰგავს, იარსებო და მოკვდე ბედნიერება როცა გვერდით გყავს, არასდროს არ დაღონდე! ოჯახს სჭირდება ხო, გაფრთხილება, სჭირდება ზრუნვა, მოვლა უნდა დამუხტო სულ სიყვარულით, რომ არ დაგშალოთ ქროლვამ, და ისე, როგორც ჩანჩქერი ციდან, ეშვება სულ ხმაურით, ჭუჭყიან ტალახს იკრობს გზადაგზა, მაგრამ სუფთაა გულით. საბედნიეროდ, თქვენ მყავხართ მუდამ, სიტყვებს ვაყოლებ აქვე მხოლოდ მეუღლეს, და მხოლოდ ჩემს შვილს, განსაკუთრებით ვაქებ, როცა მახვედრებს დედა სჭირდება, როცა დაიწყებს ტირილს ის შენს ხელებში, თბილად კალათობს, მიზეზიც მშვიდად ძილის. ცხოვრება ნათელ ფერებს კი კარგავს, მაგრამ თქვენ ავსებთ მუდამ როცა სიკვდილის ახლოს ჩავივლი, სულ თქვენ მაბრუნებთ უკან, მიყვარხართ, ჩემთვის ყველაზე ძვირფას, ადამიანებს ვეტრფი მაშინ სიცოცხლეც კი ხანგრძლივია, როცა თქვენ მყავხართ გვერდით. როცა ღიმილით მავსებთ და სიბინძურეც ამ ცხოვრებისა, მაშინვე ქრება, ჩემშიც. ე.მ. 28 აპრილი 2016 პ.ს. მათთვის, ვინც "ბედისწერას" კითხულობდა. რაღაც მიზეზების გამო მუზა გამიქრა და ჯერ-ჯერობით ვეღარ ვწერ, ამიტომ ყველამ მომიტევეთ ამისთვის! დიდი ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.