შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნარი არ მაქვს სუნთქვის


15-05-2016, 19:11
ავტორი ერკე
ნანახია 1 448

თავისუფლად ყინვა გამძლე, გული ისე გაყინე
როგორც ზამთარში გათოშილი იმედები კვდებიან,
გონებაში ქაოსია, როგორ მინდა დავმშვიდდე
როცა ხელები ჩემი, შენ ვეღარ მოგეხვევიან.

ბრძოლის ნაკვალევს შეატყობ, ვუსვამ ფუნჯებს ნახატზე
მასში უკეთ გამოჩნდება, ასპარეზის შედეგები
როგორც მსურდა, ოცნებები მაინც ისე დავხატე
საკუთარ თავს ვამხნევებ დრო, არ არის სენტიმენტების.

ვიღაც მოდის, აღტაცებით ამბობს მშვენიერია
გულში სიტყვებად ჩამესმის, იქნებ კარგად დავფიქრდე
მე ვუყურებ ამ ნახატს და გრძნობა ძაან მეძვირა
შენი პორტრეტი ძვირფასო, გონებაშიც ვერ გავყიდე.

ღია მხვდება სახლის კარი, მგონი მართლა წახვედი
დაბრუნება შენი მხოლოდ ჩემი საზრუნავია,
ჯერ ადრეა გამარჯვება, მართლა მაგრად გავები
შიშვლად გრძნობებს ვეღარ ვმალავ, სევდა უფრო მზარდია.

დამიტოვე შესასვლელი, მცირე ღრიჭო შენ გულში,
ჭიანჭველად ვიქცევი და მასში ბინასაც დავიდებ
მაპატიე შეცდომები, შემიძლია დაგპირდე
რომ მეორედ მოცემულ შანსს, უკვე არასდროს გავუშვებ.

მშვენიერო იმ პოეტებს, მე არაფრით არ ვგავარ,
ვინც ლექსებით ცდილობს ყველა ქალის გულის მოგებას,
მიყვარს იმ წამის დაჭერა, რომ იღიმი, კარგად ვარ
და ვწერ ლექსებს, მე იმ გრძნობებს გულში რომ არ მეტევა.

არ იფიქრო ერთი წამით, რომ სიცოცხლე ერთია
შეგიძლია დაიხსომო, ამ სიყვარულს ბევრჯერ ვუცდი
გინდ აგვისტომ შემოთოვოს, გინდაც აღვდგეთ ფერფლიდან,
წაიკიდოს ცეცხლი გულზე, სადაც ჩემში გამიყუჩდი.

შენი გული მჭირდება მე, ის გალაქტიკას უდრის,
ალბათ ბანალურადაც ჟღერს, გრძნობა რომ არ ხდიდეს გულწრფელს
შენ გარეშე იკარგება მნიშვნელობა, ჩემი ნახატების და ფუნჯის
შენ გარეშე ერთ წამს ვერ ვძლებ, უნარი არ მაქვს სუნთქვის.

მძულს მხატვარი, ვინც ჩემ რეალობას ამსგავსებს შავ-თეთრს
ვერ გავძელი მე უშენოდ, იქნებ სჯობს სამუდამოდ გავქრე.
ე.მ.
15 მაისი 2016 18:43



ვაუ <3 ძალიან მომეწონა მართლა ძალიან კარგი იყო <3 ყოჩაღ <3

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ოჰჰ ჩემი ჭკვიანი ერკე
ძალიან კარგი იყო love
--------------------
მარიამი

 


№3 სტუმარი Bla

Motetroa..me mxatvari var..:) anu gdzulvar?kai vgadaob tumca shav-tetr naxatebs vxatav upro h,h..

 


№4  offline წევრი Nightcore

:დდ საყვარლობაა ... ყოჩაღ შენა.. love
--------------------

-
-
-
Who The Fuck Cares -.-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent