შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულისთვის არავის სჯიან


18-05-2016, 21:49
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 520

ნუ გამამტყუნებ, მხოლოდ ამას გთხოვ,
სიყვარულისთვის არავის სჯიან,
მე შენ მიყვარხარ და შენზე ფიქრებს,
ცრემლადქცეული წამები შლიან,
რა ვუყო ამ წლებს, იქნებ მირჩიო,
სულს რომ კაწრავენ, დროს რომ მითვლიან,
სისხლისგან დაცლილ, გულის ნაფლეთებს
სამოწყალოდ, რომ შენს გზაზე ყრიან,
ნუ შემახსენებ წლების სიმრავლეს,
სინანულს, ჩემში, ცრემლით რომ ღლიან,
მზის სხივს გადარებ, შენით ნატრული,
ჩემი ფიქრები თვალებს ძირს ხრიან,
ნუ განმიკითხავ, ნურც გაიცინებ,
ეს სტრიქონებიც, ჭკუიდან, მშლიან,
მე შენი ბაგის ღიმილს დავიბნევ,
გულზე, რომელსაც ფიქრები ღლიან,
მსურს დავიკარგო ცისფერ მზერაში,
შენი სურვილით ცრემლები ცრიან,
ნუ გამიწყრები, რადგან იცოდე,
სიყვარულისთვის არავის სჯიან


მე გავაღმერთე სიყვარული, შენ რომ გაჩუქე,
მაგრამ არ მინდა, შენს შესახებ ვინმემ გაიგოს,
შენსკენ სავალ გზას ვადგავარ და კვალს სხვაგან ვტოვებ,
არ მსურს ოცნებამ, ცრუ იმედში, ბინა დაიდოს,
მთელ ჩემს სამყაროს ვანაცვალებ ბედნიერებას,
რომელიც, მხოლოდ, შენმა გულმა მინდა გაიღოს,
მე შენ მიყვარხარ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
თუნდაც ეს სული ჯოჯოხეთის ქარმა წაიღოს,
ამ სიყვარულით გავაშენე სულის წალკოტი,
მის შუაგულში, მსურს სამრეკლო, გულის, აიგოს,
მუხლმოდრეკილი სიყვარულის, ძველისძველ ხატთან,
ცრემლმორეული, კელაპტარი მინდა აინთოს,
უსასრულობას ვაზიარე ოცნებები და
სადღაც ცის კართან, მსურს იმედი მზემ რომ გამითბოს,
მე დავასახლე სიყვარული სულის მწვერვალზე,
რადგან ვინა ხარ, მე არ მინდა ვინმემ გაიგოს,
მაისის ვარდებს ავაყვავებ სულის სარკმელთან,
იქ სადაც, მინდა, რომ სამრეკლო გულის აიგოს,
ამ სტრიქონებში გადამალულ გულს დაგიტოვებ,
რომ მერე სული, დაკარგულმა წვიმამ, წაიღოს...



№1  offline წევრი Shorena Quqchishvili

Kristy
ვკითხულობ და მგონია, მე დავწერე... ვგრძნობ, როგორ ეხმიანება თითოეული სტროფი ჩემს სულს და რაღაცნაირი სითბო იღვრება ჩემს გულში...
ძალიან კარგი ლექსია და... მადლობა შენ, რომ დაიწერა love
გმადლობთ რომ მოგეწონათ მაგრამ ეს ჩემი ლექსები არაა. მეც ძალიან მომწონს დამინდოდა სხვებისთვის აგმეზაიარებინა ჩემი გემოვნება request love
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№2  offline წევრი Shorena Quqchishvili

[quote=Kristy][/quote] გმადლობთ რომ მოგეწონათ მაგრამ ეს ჩემი ლექსები არაა. მეც ძალიან მომწონს დამინდოდა სხვებისთვის აგმეზაიარებინა ჩემი გემოვნება request love[/quote]

მაშინ მადლობა ავტორს, დაწერისთვის და შენ, გაზიარებისთვის laughing[/quote] არაფერს request
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent