ჩემო გულის ფრიალო
ჩემი სიყვარული მდინარე არ არის, რომ გადაცურო და გახვიდე გაღმა, ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის, შენ რომ დაასრულო ლამაზად ახლა. ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის, ნემსით და ძაფით არ გაიკერება, ჩემი სიყვარული კანონი არ არის, ბრძანებით არ დაიწერება. ქრება და ინთება, ვით სიყრმის ღადარი, ბჟუტავს და იბრწყინებს უდავოდ, არც ვერცხლის მონეტა არ არის, გროშებად რომ დაახურდაო. არც საიდუმლოა, არც დანაშაული, არც მიმქრალ ვნებათა მხილება, ორკესტრი არ არის ჩემი სიყვარული, დირიჟორს არ ემორჩილება. არაფერს ეკრძალება, არც არავინ ზღუდავს, მარტო ყოფილა და შენსკენ უვლია... ჩემი სიყვარული არავის უნდა, რადგან ის შენი სიყვარულია! ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ შენ, ჩემო გულისფრიალო, შენ ჩემო ფერის დაკარგვავ, რა გვარი გამოგიგონო ან რა სახელი დაგარქვა? რაკი შენ ბრაზობ... იცინი... რაკი შენ სუნთქავ, არსებობ - ციდან მოცვივა მანანა და სამოთხეა გარშემო. მინდა სულ ჩემზე ფიქრობდე, მინდა სულ ჩემზე დარდობდე, შენი ცხადი და სიზმარი მე ერთი ვიყო მარტოდენ. ავიტან ყველა სიძულვილს, ავიტან ყველა გოლგოთას, ოღონდაც შენ ერთს მოგწონდე, შენ ერთს გიყვარდე ოღონდაც. ❤❤❤❤❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.