შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გემშვიდობები... (თ.ჯ)


22-05-2016, 22:04
ავტორი თამუნა
ნანახია 2 643

არ გემშვიდობები,
მივყვები სიჩუმეს...
სიჩუმით დამჭკნარან
ფერადი ვარდები...
არ გემშვიდობები
გული გეტკინება,
თვალზე გაგიჩნდება,
ცრემლებით ხაზები.
არ გემშვიდობები,
უბრალოდ მივდივარ,
უკუნით სიბნელეს,
უშენოდ მივყვები...
არ გემშვიდობები,
არც რა მაქვს სათქმელი,
შენ წასვლის მიზეზსაც,
უთქმელად მიხვდები.
არ გემშვიდობები,
შენც გრძნობ,
რომ მივდივარ,
ეს წასვლა არ არის
უბრალო, დროებით,
არ გემშვიდობები,
მაგრად მეტკინება,
წასვლა და სულ ობლად
რჩენილი გრძნობები...
თუმცაღა დარჩენა
უფრო გვეტკინება,
ამიტომ მივდივარ,
არც გემშვიდობები.

თამარ ჯიშკარიანი
22.05.2016



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

და იცოდი... იცოდი რომ ეს ლექსი მჩირდებოდა...
ლექსი წასვლასა და დარჩენას შორის....
შენ ჩემი გოგო ხარ...
ჩემი გოგოო მომავლიდან...

მე შენთან აუცილებლად მოვალ და გულში ჩაგიკრავ...

მიყვარხარ გვირილისფერავ

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ზედმეტად ემოციური იყო
--------------------
მარიამი

 


№3 სტუმარი Black

Magari iyo dzalian..bravo tamusi..;) love

terooo
და იცოდი... იცოდი რომ ეს ლექსი მჩირდებოდა...
ლექსი წასვლასა და დარჩენას შორის....
შენ ჩემი გოგო ხარ...
ჩემი გოგოო მომავლიდან...

მე შენთან აუცილებლად მოვალ და გულში ჩაგიკრავ...

მიყვარხარ გვირილისფერავ

terooo shen 'toroo'tic xar am saitze?

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Eენ ხომ მაინც დამემშვიდობე და წახედი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent