და დღეს...და დღეს, აშლილი როიალი მახსენებს შენს თავს, ისიც შენსავით სხვას კარნახობ, სხვა ხმას გამოსცემს. შენ სიყვარულის სიმარტივე ახსენი, მაგრამ ვეღარასოდეს ვერ გაიგებს გრძნობა რას მოგცემს. და დღეს, დამტვრეულ სახლის ფიცრებს ვადარებ გრძნობას, გრძნობას, რომელსაც სულ, ყველა დღე ფიცარს აკლებდი. "სიყვარულისთვის" იგონებდი ათას სიცრუეს და ფუჭ ოცნებებს რეალობის სახელს არქმევდი. და დღეს, დახეულ შენს პორტრეტებს გავყურებ ისევ, გულსაც აღარ მტკენს ნაკუწებად დაყრილი სახე. სახე რომელსაც ვერ ვიხილავ ვეღარსად კიდევ, რადგან ვამთავრებ შენზე ფიქრის სევდისფერ წამებს. და დღეს, უქოლგოთ დარჩენილი გავყურებ ზეცას, ზეცას, რომელიც ცხარედ გლოვობს უშენო წამებს. ჰო! გეფიცები საბოლოოდ ამოგშლი ჩემგან და აღარასდროს დაგიფიცებ მე ასე მწარედ! ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.