შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო მზისფერო ქალავ!


27-05-2016, 22:12
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 786

ნისლმა იცვალა ფერი,
მზემ მიითვალა ღალა,
ბულბული შენთვის მღერის,
ჩემო მზისფერო ქალავ!

მოდი, იწვიმე სევდად,
ლაჟვარდოვანი ციდან,
მე შენთან ყოფნა მინდა,
მერცხალო ერთი ციდა.

მომეკარ, როგორც ფითრი,
როგორც მცოცავი სურო,
შენა ხარ ჩემი ფიქრი,
გთხოვ, დამიბრუნდი სულო!

დავწერე თეთრი ლექსი,
ნანატრი რიტმი მინდა,
შენთვის დავანთე ექვსი,
სანთელი ჩემო წმინდავ!

მოდი, მაისის ფეთქვის,
ერთად შევიგრძნოთ სიცხე,
მოდი და მე შენ გეტყვი,
მირონი როგორ ვიცხე.

მოდი ლერწამო ჩემო,
ბაგით ამბორვყო ბწკარი,
ბილიკს დავუყვე ქვემოთ,
შენი ამბორით მთვრალი.

თვალი ალუჩისფერი,
მომელანდება ალად,
ახსენ ტირიფის ტევრი,
ჩემო რძისფერო ქალავ!

დაგიცდის შენი გიჟი,
რომ დაგაფრენდა ცაში,
გამომიცხადე ქიში,
ბედმა დაგიკრას ტაში.

მოდი, მომხვიე ხელი,
ფესვი გაიდგი მყარად,
შენი ოსტატი გელის,
ჩემო მზისფერო ქალავ!



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Qalao?..cuds veras getyvi verapers..rasmes..amomilama guli leqsma da...petqa guls, ukan dasdevs!modi,iprine sevdad..midi pativi dasde!..nanatri ritmi ginda?miwashi vera dastes!muza rom gamogishva,brals xom aravis dasdeb?ar daikargo fiqrshi,..bedi rom tashs ukravdes?!chavidzirebi dzilshi,wamebi isrebs gaswevs..

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აჩრდილო, მიკიბულ-მოკიბული არ მიყვარს და პირდაპირ გეტყვი, მინდა რომ შევხვდეთ, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, რიგი საკითხებისა გავიაროთ და მერე ალბათ დრო გვიჩვენებს... მოკლედ შენი გაცნობა მინდა, თუ უარს მეუბნები, დამდე პატივი და ადამიანურად მომექეცი, რეალური მიზეზი მითხარი უარის, კაი?!
არ ვიცი რატომ, მაგრამ მეჩვენება რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ხარ და მინდა დავრწმუნდე რომ ვცდები, მინდა დაგინახო საკუთარი თვალებით...
მოკლედ, მე გითხარი და გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. პასუხს ველი მოუთმენლად

 


№3 სტუმარი Mehidos achrdili

Modi dzalian gulaxdilad gesaubrebi..diax axlobeli namdvilad var azrovnebit,magram me is mesaplave namdvilad ar var shen rom edzebdi yvelapris pasad...shexvedra ar shemidzlia..ar shemidzlia..ar shemidzlia..ai martla..ar shemidzlia da ra vqna?!..imedia gamigeb..da sxvagvarad ar miigeb chems uars..roca adamians ar vicnob mastan dzalian gaxsnilad vsaubrob da mis realurad naxvas veridebi radgan realobashi sxvagvarad vinigbebi..damaluli saxe ki ici rogoric maqvs ako..ici sheidzleba marla mogvikravs tvali ertmanetistvis magram es imdenad wamieri iyo rom tvalebshic ver chamxedavdi..shishi am cxovrebisa kvelaze dzlieria chems azrovnebashi..momavlisken nabijebs kankalit vtgam radgan yovel wams meshinia sadme gadachexvis..damerwmune jobs as ucnobebad magram dzalian nacnobebad davrchet radgan mere ase gaxsnili saubari ar meqneba shentan,rogoric axla maqvs..

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დაე ასე იყოს, აჩრდილო, მაგრამ გულახდილადვე გითხრა, მე ვერავის ვეღარ მოვძებნი. ამისთვის მეტად ცოტა დროღა დამრჩა. და არასოდეს მესმოდა, რატომ იღებდნენ ჩემ სიტყვებს ყოველთვის ისე, თითქოს ხელს ვთხოვდე ვინმეს. მხოლოდ ის მინდოდა წასვლამდე გამეცნო ის ადამიანი, ვინც ჩემი იმაზე მეტი გაიგო და გაიზიარა, ვიდრე ზოგიერთმა სისხლით ნათესავმაც კი... ალბათ დღევანდელობამ მოიტანა რომ ადამიანებს ვეღარ ნახავ. მინდა იმედი მქონდეს რომ ოდესმე, თუნდაც მაშინ როცა ჩემს საბრძანებელში დავბრუნდები, გნახავ. მანამდე კი, არ დაიკარგო, ამ სიბინძურეში არ ჩაეფლა და იპოვნე ის, ვისი ნახვისაც არ შეგრცხვება და ვისთანაც ადამიანი იქნები და არა ნიღაბი...
დამშვიდობებად ნუ მიიღებ ორიოდ სიტყვას,
თქმა ოდეს იყო კეთებაზე, აჩრდილო, ძნელი,
სათქმელი, თუნდაც ზოგჯერ მძიმე, ჯობია ითქვას,
სანამ ჩაილურს გაგვაყოლებს დროება ძველი...

 


№5 სტუმარი Mehidos achrdili

Wasvla?imedia sadme shors ar midixar..me xelistxovnad ar chamitvlia es yvelaperi..martla..dzalian 'jigari' vinme xar..ubralod isev nigabi viyo mirchevnia radgan ar vici ras miqaddis me es droeba..shenxar sxvata shoris is ertaderti romelsac vumxel piqrebs daobils..da mere ra vqna daemsgavsebi axlad gacnobils da chemi sulic gecodineba..vxedav chemi yvelaze uket shen gesmis da ar minda daingres chemi ndoba erti shexedvit..madloba..da bodishi ra..ubralod aseti var da ar shemidzlia chems meore mes davujero..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent