შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ...


28-05-2016, 00:17
ავტორი Pour LOLA
ნანახია 7 924

მე შენ მიყვარხარ... როგორც სიბნელეს
შეჰყვარებია სინათლე წრფელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ნაზ სევდას
შეჰყვარებია ლამაზი ცრემლი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ამ ცრემლებს
შეჰყვარებიათ ეს სახე ჩემი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ქვის კენჭებს
შეჰყვარებიათ კედელი სველი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ცივ ზამთარს
შეჰყვარებია ზაფხული ცხელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც თბილ დილას
შეჰყვარებია სხივი ნათელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც წვიმის წვეთს
შეჰყვარებია ეს ღამე გრძელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ბნელ სიკვდილს
შეჰყვარებია სიცოცხლე მწველი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ბრმა გრძნობას
შეჰყვარებია ოცნება მხსნელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ღრმა ღამეს
შეჰყვარებია ვარსკვლავი ერთი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც დილის ნამს
შეჰყვარებია ვარდი წითელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ამ აწმყოს
შეჰყვარებია წარსული ძველი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ქარიშხალს
შეჰყვარებია ეს სიო ნელი,
მე შენ მიყვარხარ... როგორც ხმელ ფოთოლს
შეჰყვარებია ამ წვიმის წვეთი,
მე შენ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლევ, ისე
მიყვარხარ ამას ვერ გეტყვი,
მიყვარხარ მორჩა! შენთვის ვიცოცხლებ და
აღარ გვინდა სიტყვები ბევრი.



№1  offline წევრი Pour LOLA

okay
რაღა დაგიმალო და...
ეს ლექსიც ისეთივე უაზრობაა, როგორც საიტზე დადებული დანარჩენი ლექსების 90 თუ არა, 80% მაინც.
სუბიექტური აზრია.
შენ მაინც წერე.
უბრალოდ მე ამას ლექსის წერას ვერ ვუწოდებ.

ჩემი არაა, უბრალოდ როგორც ყველა მეც ვღადაობ. wink

 


№2  offline წევრი gubeladze

okay
რაღა დაგიმალო და...
ეს ლექსიც ისეთივე უაზრობაა, როგორც საიტზე დადებული დანარჩენი ლექსების 90 თუ არა, 80% მაინც.
სუბიექტური აზრია.
შენ მაინც წერე.
უბრალოდ მე ამას ლექსის წერას ვერ ვუწოდებ.

wink რაპირდაპირი ხარ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი ლექსია.

იდიოტობა ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent