შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შანსი რომ მომეცეს...


29-05-2016, 11:54
ნანახია 1 769

და დღეს ისე მინდა ცოტა გესაუბროთ,
მჯერა არ ჩამითვლით ზედმეტ სითამამედ.
იცით? რომ შემეძლოს ლექსებს მოგიძღვნიდით,
მაგრამ თქვენ უფალო ჩემს ლექსს ვერ გაკადრებთ.
შანსი, რომ მომეცეს თქვენი ერთხელ ხილვის,
თხოვნით არას არ გთხოვთ დედას გეფიცებით.
მხოლოდ მაგ თქვენს ნატანჯ თვალებს ჩავხედავ და
სიყვარულით გეტყვით, როგორ მეხმარებით.
ამ ხალხს, რომ ვუყურებ დღეში ასჯერ გკლავენ,
ზოგი უნებლიედ, ზოგიც კიდევ ნებით.
მუდამ იარსებებს ერთი გამყიდველი,
ერთი იუდა და ერთიც ეჭვის მტერი.
შანსი, რომ მომეცეს ყველას გავაქრობდი,
ხედავთ ილუზიებს ისევ ვეტანები,
მაგრამ ვერ ვუყურებ რადგან ვერ გხედავენ
ზოგი ჯვარს, რომ გაცვამს მხოლოდ მისი ენით.
შანსი, რომ მომეცეს ცოტა გესაუბროთ,
დარდებს არ გაგიმხელთ და არც მოგკლავთ მზერით.
მხოლოდ შენდობას გთხოვთ, რაც კი დავაშავე,
ცოტა უნებლიედ, ცოტაც კიდევ ნებით.
შანსი, რომ მომეცეს ქალაქს შევკრიბავდი,
გითხრათ მადლობა, რომ ჩვენთვის ეწამები,
ეხლა ისე მინდა თქვენთან შეხვედრა, რომ
ხედავთ ილუზიებს ისევ ვეტანები...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი Anna Gard

ლექსი ძალიან მომეწონა, მაგრამ..
იცი, ყოვლად დაუშვებელია, ღმერთს რომ თ-ებით მიმართავ.. ეს ეკლესიურადაა არასწორი.
ხოლო ისე, ნამდვილად დიდი აზრი და სიმართლეა ჩაქსოვილი აქ.. feel

 


№2  offline წევრი გვირილაა

ძალიან კარგია :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent