ისევ წამოდგება ჩემი საქართველო
ისევ გაბრწყინდება ჩემი საქართველო, ისევ ფრთებს შეისხავს, ისევ გაფრინდება. ის ხომ ქვეყანაა მუდამ სასახელო, ის კვლავ წამოდგება, ის არ დაკნინდება. იგი წილხვედრია ღვთისა დედისა და მას იცავენ ქვეყნის შვილები, იგი დაცულია მაღალ ღმერთისგან და ვერ დააჩოქებს, ვერასდროს მტერი. ის ხომ სამიზნეა მუდამ მტრებისა და მის მიწაზე სისხლი იღვრება, მაგრამ ჯინაზე სწორედ მტრებისა ის სამუდამოდ ფეხზე იდგება. სამშობლო ჩემი არის ძლიერი, დღეს მისი გული კვლავ აინთება, რადგან ამაყი ქართველი ერი, მჯერა, რომ მუდამ მასთან იქნება. სწორედ წინაპართ დაღვრილმა სისხლმა და ჩვენი ღმერთის წრფელმა კურთხევამ, ჩემს საქართველოს დღეს ძალა მისცა, რომ იზეიმოს თავისუფლება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.