შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგენატრები


31-05-2016, 21:04
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 528

... მოგენატრები სულის ფსკერამდე,
ფიქრის კერამდე, გულის ტკენამდე...
წარსულს ხატავენ სევდად მხატვრები
და ტკივილამდე მოგენატრები!
დღისით შეცნობის ფიქრს ეტყვი არას,
კმარა წუხილი და დარდიც კმარა...
კამარას შეკრავს ზმანების მტრედი
და უსაშველოდ მოგენატრები!
გავა ზაფხული, განიძარცვები,
ფოთლებს გაჰყვება ფუჭი ნატვრები,
დილის ცვარივით განიფანტები
და სიყვარულად მოგენატრები!
მოგენატრები შენს ენერგიად ამაღლებულად
არა–ორგიად გაგახსენდება სევდის ზღაპრები, კივილამდეც კი მოგენატრები!
დრო ულმობელი შეგიცვლის როლებს
და სინანული ჩამოგიქროლებს...
გაჩნდება შენში ჭმუნვის ნაკრები
და მონატრებით– მოგენატრები!
რა არის წყენა?! ერთი წერტილი?
სევდა–ტკივილი წერტილ–წყვეტილი..
ბედნიერების მოვა ხატება,
ის ვინც გიყვარდა, მოგენატრება!
და იგრძნობ წუხილს, უსაზღვრო ტკივილს,
ვერას გახდები...დრო უხმოდ ტირის
წარსული მოვა ვნების კადრებით
ბედნიერებად მოგენატრები!



№1 სტუმარი tako lomidze

Auu gtxovtt vinmemm leqsiii damiwerettt mogaletee siyvarulzee...rocaa adamianii giyvarss masacc uyvarxarrr magramm shemdegg ggalatobsss

 


№2  offline წევრი Jildda

მაგარია აღფრთოვანებული ვარდნა????????????

 


№3 სტუმარი nino

Mec myavda sheyvarebuli da es lexsi mitxra zustad
????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent