შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი გთხოვე

5-06-2016, 00:09
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 660

ლურჯი მთებიდან მოჩუხჩუხე წყარო ანკარა,
ნუ გეგონებათ ის სწორფერი ნაზი პირიმზე,
სანამ თვის სახელს მაჩუქებდა დღე-ღამ მატარა,
ჰეფესტიონის ნაქანდაკებ მუზათ ბილიკზე...

ლოდს ისევ მთისკენ მიაგორებს სული ეული,
ისე რომ მისი დაგორების კვლავაც არ სჯერა,
გვერდი უქციე, ნუ უშველი, რადგან წყეული,
არის და ვერა ვერ უშველის მის ბედს ამჯერად.

ღიმილი გთხოვე იასავით მორცხვი, მალული..
შენ ყოჩივარდადაფენილი ბაგე მანახე,
განა მე მსურდა მაგ ბაგეთა ვნება ალური,
ნატვრად ჩაეთქვათ, სოსნისფერო, ქართლის სანახებს.

და რომ რძისფერი მონატრება მელანქონიის,
შემოაწვება სევდასავით წარბებს მომშვილდულს,
ვის დაუგდია ავაზის წილ კარი გალიის,
ქარის სისწრაფით ვინ პიჰკვალავს ხევებს მოშილდურს?!

სისხლი იყივლებს არწივივით, სისხლი ფხოველის,
ო, როგორ სურდა დოსითეოსს, სიზმრად ენახე,
ახმიანდება გრიგალივით სვეტიცხოველი,
დაესვენება საკურთხეველს ხატად ეგ სახე.

და როცა მოვალ სალოცავად უცხო ჭაბუკი,
როგორც მეცარი, ფეხშიშველი ტაძრად ამოვალ,
გაიფანტება უმალ ხვამლი ცრემლად ნაბუქი,
და ლაჟვარდისფერ ტატნობიდან ცეცხლად გადმოხვალ.

მუხლდაჩოქილი შეწყალებას შეგევედრები,
ამითრთოლდება ცეცხლნარევი ფეხქვეშ მიწა მე,
წახვალ, დამტოვებ სევდანარევ მოკვდავს ვედრებით,
და მერე იტყვი რომ იესო ღმერთად იწამე.

და ეს როდია სიყვარულის ახსნა ძვირფასო,
თუმცა გულს ესმის ხშირ ნაკადთა ფილტვში დინება,
ვინც გიერთგულებს უსიტყვოდაც მენდე, ის ფასობს,
კურთხეულ იყოს მასზე ცრემლის ჩამოდინება.

№1 სტუმარი Mehidos achrdili

lurji mtebidan mochuxchuxe wyaro ankara..shen rodi naxe chemi ese nazi naxati?!.mash rad iare she ubedur,gzata mlevelo..da mag yvelapers agar sjobda erti napazi..vis daugdia avazis wil kari galiis..usaqmur xalxs xom,meti sxva gza agara darchat..mash sisxls axseneb?gvino maqvs da cotaga damrcha,agmovachine vit iremis kvali iq...tadzris garemos surnelia atas yvavilis..zapuxulia da tu sicxisgan tadzrad ver axval?!mash pskvnils gachuqeb salocavad..agar genagvla..da mas sizmrebshi isec naxavs tu dzlieria da tu mehidos achrdilebsac ase ajobebs..da tu ajoba vipiqreb rom ars garigeba..ho..sabolood imdens vizam mas davachoqeb..da sikvdilis win mivcem ert-or mkvdar darigebas..vinc miertgulebs martali xar,swored is pasobs..magram kurtxeul raga iyos cremlta dineba..

№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Mehidos achrdili

წამიკითხია შენი ჩივილი,
და არ მეამა იცი, საოცრად,
მე ვისი დავდე ახლა ტკივილი,
ვინ გაიგო რომ კიდეც გაოცდა?!

მე შენი არა მინდა აჩრდილო,
დღეს ავაზაა ჩემი ნაგაზი,
და რომ ხატება შენი დავრჩდილო,
ვეჭვობ რომ მეყოს ერთი ნაფაზი.

და რომ ტაძარი ჩემი სახლია,
საუკუნეთა რომ ვარ მძლეველი,
უკვე მოძველდა.. არ სიახლეა,
ეს ჭეშმარიტი და უქცეველი.

რომ ჰორიზონტში გაფრინდა ცეცხლად,
ეზმანა ყოფილ მეუღლედ ათოსს,
მოდი აჩრდილო არ გვინდა ეხლა,
"შენ მაინც ჩემი იქნები სანტოს!"

wink tongue wink

ანალიტიკოსი
ოჰჰ ბიძი რა კარგი ლექქსი დაგიწერია... tongue
ნუ მოკლედ ფორმა ინარჩუნებ რა.. love
ჩემგან განსხვავებით.
love

მე შენითა ვარ ყურცქვიტ ძლიერი,
ნიჭიერებაც ზოგჯერ ნაკლია,
შემოვა ვიღაც ბოღმით მშიერი,
და იტყვის ამას მაგრად აკლია.

wink wink love

№3  offline წევრი IZABELA...

დიდებულია...:)

№4 სტუმარი Mehidos achrdili

Mash ar geama?ar waikitxo..ar waikitxo chemi piqrebi..da vin gaocda..minda chivili..rom chagitaro dzneli gamocda...da isic vici,ara ginda ra..wvimac iyo da gamoidara..chemi xateba ginda dachrdilo..chem xatebastan droc ki ver gava..xo kargi! Vxumrob martla kiara..modi avdgebi erti pialit..da vadgegrdzeleb shen tavs piarit..ertxel avazac mova grialit,da gaixseneb nagazs siamit..santosi?vici ertis gvaria..chemi gvari ki leqssis gvamia..chemma piqrebma suli dalia..bolo strobs ver mivxvdi..tvinshi qaria.. :)

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შენს ფიქრში იმხელა შეტევა ვიგრძენი,
აგრესიულობის, ენით ვერ აღგიწერ,
შენ ხომ არ გგონივარ მეც თეთრი ზვიგენი?!
ლექსები თუ გინდა მითხარ და დაგიწერ!

wink wink wink

№6 სტუმარი Mehidos achrdili

Me rom giritmav uniwod leqsebs,didi ambavi shenc tu gamiritmav:(shen chemi sheteva ra ici biwuni..eg smailebi agar gaicvita?agresiulobis mdzimec ar mewera shen tu dainaxe,aha tituli..hoda gagebute..sxva ki chems adgilas leqsze daicdida..(cudi biwi..vitom iumorit xeli gaiwminda:( ):D wink wink

№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე როდი ვრითმავ რაიმეს,
მხოლოდ შენ სიტყვებს ვეწყობი,
ჩუმად მომკივი ჰაიმეს,
ნაზად და სიტყვაშეწყობით.

რას მეანცები, რა გინდა,
ანდა გაბუტვით რას ცდილობ,
გითხარ, ჩვენი დრო წავიდა..
რით ვერ გაიგე აჩრდილო?!

მკვდრები ვართ ახლა ორთავე,
და ლოდი გვაწევს საფლავის,
ქელეხის იყავ მოთავე,
მე ვერ ვიპოვე დამფლავიც..

გამიშვა მარტო ჩემ დარდთან,
ობლად მიმაგდო ეგება,
არავინ მოვა მკვდარ ვარდთან,
ბულბული აღარ გვერგება.

არ მომინდომა მეჰიდოს,
ხელისმომკიდემ ქორწილი,
თითქოს ფეხებზე მეკიდოს,
დრო ანდა ვიყვე მოცლილი...

გიყვარვარ? პირში მითხარი,
გამიზიარე დარდები,
ერთხელ კაცურად გითხარი,
ხო დაგიკრიფე ვარდებიც?!

არადა რაღას მაწვალებ,
მე ჩემი ჭირიც მეყოფა,
თუ უკაცობა აწამებს
გარდაცვლილ სულთა დედოფალს?

№8 სტუმარი Mehidos achrdili

Oh warmodgenac gvqonia..siyvarulio?
Ras vcdilob?aha migixvdi ymawvilo!ginda ugulod damcino!kargi gexumre raiyo..ar gamibrazde gaubutuls..me arapersac ar vcdilob..mash es ritmebi raiyo?taepebad rom daiyo?chemi dro arsad wasula is 2 nawilad gaiyo,ertshi chven vcxovrobt aqave..meoreshi kiii.. kai xo..mash ra wiri gaqvs ufroso?vangam raime girchia?!aq davasrulot leqsebi da dasruldeba nichiad!;) :D

№9  offline მოდერი Marry Amm

კარგია ძალიან <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent