დაიჩოქებს საუკუნე...
ისევ ისე ნაზად მიმზერ, ისევ ისე მებუტები, ისევ ისე მშორდები და მერე ისევ გებრალება, როგორც ძველად, გემის ქიმზე ღუღუნებდნენ ბეღურები, და არ ჰქონდათ ბებერ ტალღებს ბეწვის ხიდზე შებრალება... მოფრინავენ მერცხლებივით წამებული ოცნებები, და შორეთში იკარგება მებრძოლ სულთა შესაფარი, ატლანტაში დაუტევა ზღაპრული საოცრებები, როცა სულმა პომპეიში ნახა დროთა შესაყარი.. მეყვარები.. ისე როგორც მარმარილოს ფიტულები, გულში ჩაუხუტებიათ ათენელ მამულიშვილებს, კვლავ ბევრია სახეები, უადგილო ტიტულები... დრო მოვა და სევდა ყველა გრძნობას ისევ გააშვილებს. მივუშვი და ახმაურდა ბედისწერის დოლაბები, ბოლო ბიჯით სამურაიმ ჩაიტარა ხარაგირი, ჩაივლიან მინდვრის ბოლოს სამყაროთა კოლაფსები, დაიჩოქებს საუკუნე სიმართლისგან ანატირი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.