შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექსები - ნიკო გომელაური.


12-06-2016, 11:02
ავტორი mimimimo
ნანახია 4 595

ნიკო (ნიკოლოზ) გომელაური.
დაიბადა - 1970 წლის 12 ივლისს.
გარდაიცვალა - 2010 წლის 13 აპრილს.

1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.

2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო, გარდაიცვალა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

ლექსები - ნიკო გომელაური.


ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.

ლექსები - ნიკო გომელაური.


ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…

ლექსები - ნიკო გომელაური.


წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…

ლექსები - ნიკო გომელაური.


მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

ლექსები - ნიკო გომელაური.


გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს.
ფეხზედამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს,
წამართვეს,გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს,
შემარქვეს,მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს,
დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს
ადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს და ზემი გამართეს,
ლამის მომკლან_ჩამქოლონ,_ზედ წიხლი დამაყოლონ
ცრემლისთვის დამცინეს,_მცხელა თან მაციებს,
ლექსებს მიწუნებენ,_ვალს არ მიბრუნებენ
ყველგან ცუდს ხედავენ,_რას არ მიბედავენ
ღმერთო,რას არ ამბობენ,_რა სიტყვით არ მამკობენ
ფრთები აინც მეზრდება,_წერა არ მომბეზრდება
მიყვარს და მეყვარება ეჭვიც არ მეპარება,
სანამ არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ
ლექსს ვკიოდი, თან წვიმდა, და მიბღვერდა მთაწმინდა...

ლექსები - ნიკო გომელაური.



№1  offline მოდერი Marry Amm

dzalian miyvars <3

 


№2  offline მოდერი Marry Amm

თან თანამედროვე და თან ძველი...

 


№3  offline წევრი mimimimo

marimayishvili
dzalian miyvars <3

okay
ვგიჟდები!
რამდენად სხვანაირია...

marimayishvili
თან თანამედროვე და თან ძველი...

გმადლობთ. love

 


№4 სტუმარი ლექსი

თქვენილექსებიგამომიგზავნეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent