შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჩვეულო არეულობა


15-06-2016, 22:44
ავტორი Kristy
ნანახია 1 903

თითქოს სამყარო დაცარიელდა,
ხალხიც ეულად დადის ქუჩებში...
გონებამ იგრძნო უდაო ელდა
და გაიყინა სიტყვა ტუჩებში!

რითმების პოვნა ისევ გაძნელდა,
გიტარის სიმებს აეკრა დარდი,
ჩვეული გრძნობა როცა განელდა,
შემომექარგა ოცნება მარდი...

შემომეჩვია (და დღეს ტყვედ ვყავარ)
უაზრო გრძნობის უტყვი ბუნება
და გზა, რომელსაც არსად მივყავარ
და გზა, რომელიც უკან ბრუნდება...

სიმართლე დღემდე არ მინდა გითხრა,
რადგან ირღვევა ძველი ერთობა
და პაწაწინა თამამი სიტყვა
მომაკვდავი დღის პულსით ერთობა!

წარსულის ზღურბლთან საყვედურს ვისმენ,
წუთი წამზომში ისევ გაჩერდა
და დღეს მე ისევ წარსულში გისმენ,
რადგან გარჩევა ავის გაძნელდა...

გასულ დღის ფერებს ჩემთან ვეღარ ვგრძნობ,
მეუცხოება თუ ვისმენ ძახილს
და ხმა, რომელსაც უკვე ვეღარ ვცნობ
და ხმა, რომელიც ისევ მეძახის!

შენი სიშორე შინისკენ მიხმობს,
რადგან მხოლოდ შენ გარქმევ ოცნებას
და როცა წამი სურვილებს იხმობს,
ვიცი, არ მოგცემ გაქცევის ნებას!

ჩემი ოცნება არ შეიცვლება,
ისევ შენს ხმაზე დაიწყებს ათვლას
და რადგან გრძნობა აღარ იცვლება,
სული კვლავ მაღლა დაიწყებს ასვლას...

როცა მივხვდები, გზას ვერ ამჩნევდი,
მომაგონდება წამის ჩურჩული
და დრო, რომელშიც ისევ მამჩნევდი
და დრო, რომელიც გახდება ჩუმი!

მეთამაშება ნაცნობი გრძნობა,
ჩემი სიტყვა რომ მიზანში მოხვდა
და თუ ერთმანეთს შევფიცეთ ძმობა,
იცოდე: მაშინ... სამყარო მოკვდა!

ამაყი სევდა თავისთან მიხმობს,
სულელი წამი თვალებს მიბინდავს
და თუ სამყარო თავისას ითხოვს,
დღეს ბედნიერად მოგაჩვენებ თავს...

და თუ ოცნება ფერფლად აქციე,
მომენატრება ეული სული
და ის, რომელსაც ზურგი ვაქციე
და ის, რომელიც დარჩა ერთგული!



№1 სტუმარი Magda

შენი არეულობაც კი იდეალურადაა დალაგებული, ბრწყინვალე ხარ

 


№2 სტუმარი ანუბისი

გენიალური ხარ სულო! ჰარმონიაში ჩავიძირე! ასეთი ქაოსი მომცა... :*

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ოუუ, რა კარგი იყო!
მეორე ლექსია უკვე რაც წავიკითხე და კითხვისას სამყაროს ვწყდები.
უდაოდ ნიჭიერი ხარ!❤❤❤

 


№4 სტუმარი Firestorm

ბრწყინვალეა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent