შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამოდი ჯონათან ...


18-06-2016, 13:40
ნანახია 2 571

წამოდი ავფრინდეთ...ვიფრინოთ ზეცამდე,
უფალთან ჩვენ ტანის ფარფატით ავფრინდეთ.
სიყვარულ დაღლილი ღრუბლებზე ჩამოვჯდეთ,
ავიდეთ ჯონათან... უფალთან ავიდეთ...
წამოდი ავფრინდეთ, სიყვარულს გასწავლი,
რაც დამრჩა დამთბარი ჩემს სულში დაგიკრეფ.
ხომ იცი, რომ ცაში საზღვარი არ არის,
მეც შენთან წამოვალ - მარტო ვერ გაგიშვებ.
დღეს შენ ხარ ჯონათან დიადი თოლია,
მოსწავლე სიკვდილის ანგელოზს "აწიწკნე",
ეშმაკად შეგრაცხეს, მაგრამ არ დავარდი
არც მიკვირს ფრენა ხომ სიხარულს განიჭებს.
წამოდი ჯონათან, პირობა მომეცი,
პირობა, რომ მე ხელს არასდროს გამიშვებ.
ფრენის დროს სადმე თუ საზღვრები შეგვხვდება,
გავრღვიოთ, როგორც ის აქამდე გარღვიე.
წავიდეთ ჯონათან, მიწაზე მოგვკლავენ,
ჰაერში ამ ფილტვებს გრძნობებით ავივსებთ.
ვიფრინოთ მანამდე სანამდეც უფალი,
ჩვენ მასთან შეხვედრის ლამაზ დღეს დაგვიდგენს...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი teddy))

კარგი ლექსია! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent