შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხრა მთას იქიდან


19-06-2016, 00:25
ავტორი terooo
ნანახია 2 032

არ დაიჯერო რომ მე შორსა ვარ,
და რომ გაცივდა გული ქართული,
ცხრა მთას იქიდან რომ არ მოვჩანვარ
განა მართლა ვარ შენგან წასული?

მე დედის პური მომნატრებია
დედის ცრემლები გამოტნეული,
სხვისი ქვეყანა მართლა კარგია
მაგრამ უშენოდ იყოს წყეული.

მე შენი მიწა ყოველდღე დამაქვს
და მონატრების სასმისსაც ვავსებ,
შენზე უტკბესი მითხარი რა მაქვს?
წასული ვარ და მაინც შენ დაგდევ.

მომნატრებია შენი ჰაერი,
დიდგორის ველზე მეც ვომობ უხმლოდ
აღარ არიან ის ყიფჩაღები,
და მათ მაგივრად ალუდას ვუხმობ.

ვაჟას ბრმა თვალი მომნატრებია,
ღვთის მადლით დავალ იმერ ამიერ,
თვალს მოვეფარე უბრალოდ შენგან.
თორემ შენთან ვარ მრავალჟამიერ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent