შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა


15-07-2016, 17:54
ნანახია 2 161

მოდი ადექი და ჰაერს მიმამატე,
მე შენს ინტერვალებს ვითვლი სუნთქვებიდან.
ერთი არ მომწონს და გრძნობა მიამატე,
თორემ ვარსკვლავებიც ვხედავ ხუმდებიან.
მოდი ეგ სუნთქვები ერთად დავითვალოთ,
მერე გამოვაკლოთ სუნთქვებს დარდის კვალი,
მე ხომ შავთეთრობა სევდას გავატანე,
ჰოდა დაანებე შენც ამ "ოხვრას" თავი.
მინდა შენ გხედავდე დილით - გაღიმებულს,
გრძნობა შემოპარულ კოცნებს ვიპარავდე.
ღამით შეციებულს გვერდით მომიწვე და
ჩახუტების გამო საბანს მიმალავდე.
მინდა გაგეღიმოს, როცა გაგაბრაზებ,
მერე ტუჩის გვერდით კოცნა მიმახატე.
ხედავ? მოგონებებს დასტად, რომ ვალაგებ,
რადგან ყველა წყენა წარსულს მივაბარე.
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა,
თითქოს ჰაერი ვარ, სუნთქვებს მიმამატე.
ნახე დრო მოვა და არსად არ შეგვრცხვება
რადგან ერთმანეთით მუდამ ვიამაყებთ.

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent