შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებას გავუღიმე ...


19-07-2016, 13:21
ნანახია 2 265

"ვიღაც" შევნიშნე მიღიმოდა, როგორც არავინ,
მის დანახვაზე გულში გრძნობა შემომიმღერდა.
მინდოდა მეცნო - იქნებადა ნაცნობი არის,
მაგრამ მის ღიმილს ვერავინ ვერ დაივიწყებდა.
ჰო! მიღიმოდა მთელი მისი ეშხით და პეწით,
თქვენ, რომ გენახათ თქვენც გრძნობები შემოგიტევდათ.
როგორც ყოველთვის მე ჩემს თავში მაშინაც შევცდი,
როცა ვფიქრობდი - ის მის გულში ვერ მიმიღებდა.
ის მიღიმოდა, მე ღიმილებს სევდას ვატანდი,
აღარ მინდოდა გრძნობის გამო მენახა დარდი.
ჰო მე არვიცი. . . მას არვიცი სწყინდა თუ არა,
ერთი ვიცი, რომ არეული ისევ მე დავრჩი...
რომ მიღიმოდა ამ ღიმილში გრძნობებს აქსოვდა,
მე თვალს ვკარგავდი ამ ნაქსოვის ყველა კუთხეში -
და ეს გრძნობებიც ისე უცებ შემომაქსოვდა,
ძებნა, რომც ვცადო არსად არის ჩემი ნუგეში.
ჰო მიღიმოდა - ამ ღიმილში ტკივილი ჩანდა
იმხელა დოზით მძიმე დაღის, რომ ტოვებს განცდას.
უცებ შევბედე უნებურად მეც გავუღიმე,
მაშინ მივხვდი, რომ ტკივილები წარსულში დარჩა....
- ♡ -
მე არ ვიცნობდი ჩუმად ვკითხე "მაინც... რა გქვია?"
ბედნიერება დამარქვესო ჩუმად მითხრა და
ბედნიერებას გავუღიმე და თქვენც ამას გთხოვთ,
მას ნუ მოუწყენთ თუ ღიმილით კართან მოგადგათ.

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent