შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე უშენოდ ძალიან მიჩირს


1-08-2016, 01:39
ნანახია 1 844

დღეს ყველაფერი მინდა წარსულით,
ისევ ამაო ხდება ოცნება,
დღეს მონატრება მაწევს ლოდივით,
დღეს მინდა ღმერთო მე შეცოდება.

ისევ დაიწყო ფიქრები შენით,
თუმცა გულს ვთხოვე გადავიწყება,
ფიქრებში ისევ ერთდება გზები,
და ისევ ვიწყებთ თავდავიწყებას!!

მინდა მოხვიდე ჩემთან ღამიდან,
მინდა მომხვიო ისევ ხელები,
მინდა შევიგრძნო შენი სურნელი..
გესმის? ძვირფასო მე შენ მჩირდები!!

შავ-თეთრ კადრებში მიდგება თვალწინ
ჩვენი წარსულის მოგონებები,
გონება ცდილობს გადავიწყებას
მაგრამ მე გულით კვლავ გემონები.

ცრემლები ისევ გზას პოულობენ,
ყალბი ღიმილით ვცდილობ დამალვას,
და შენ სიყვარულს სამარადისოდ
მე სადღაც გულში ღრმად გადავმალავ...


₾. ქარდავა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent