შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შემოქმედი მქვია!


18-08-2016, 00:11
ავტორი Kristy
ნანახია 1 564

მე შემოქმედი მქვია
და შემომავლეს ხაზი,
მარტივად მკლავენ უცნობს, როცა რითმები არ თოვს...
ნუგეშად მაწვიმს მხოლოდ შენი სიტყვები ნაზი
და შენი ფრთების მტვერი გრძნობას ფერებად ათოვს!

უაზრობაა თითქოს, როცა მემდურის ბედი
მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ და ვიბრძვი მხოლოდ შენით,
შემომეხვევა ტანზე ჩამოძონძილი ღვედი
და შეიცვლება თმენა განუსაზღვრელი რწმენით!

მე შემოქმედი მქვია
და მიწუნებენ სათქმელს,
როცა თამამი ბაგე მომავლის იმედს ხედავს,
დამიკრიფავენ საკვებს, გრძნობებს მაყრიან ტანხმელს,
თუ იცრემლება გული ან თუ ოცნებას ბედავს

და მაყვედრებენ სახელს, რომელსაც ვუფრთხი თავად,
რადგან არ მინდა ერქვას უფლის სახელი ადამს!
ცდილობენ მიმკურნალონ, როცა არა ვარ ავად
და ვერ ხედავენ მიზეზს, რომ გავურბოდე ლაგამს!

მე შემოქმედი მქვია
და თვლიან მიჭირს, როცა
საყვედურებით მავსებს პატარა კაცის „ლოცვა“...
თიტქოს დავფრინავ ცაში და აღარ მინდა მოცდა,
როცა ვხვდები, რომ მალე იწყება წამთა ხოცვა!

გონიათ, მცნობენ კარგად, თურმე ტყუილიც ვიცი,
ვერ იჯერებენ გრძნობას, მე კი ამით ვარ ზრდილი:
საუკუნეა ვიცდი, დარდმა წალეკა ფიცი
და კართან ისევ იცდის შენი ფერადი ჩრდილი!

მე შემოქმედი მქვია
და ჯვარს მაცვამენ ცივად,
როცა არ მოსწონთ თხრობა ან ძველ რითმებში ცივა...
შემომეხვია დარდი ოქროსტანიან მძივად,
დამძიმებული სული გაუყუჩებლად მტკივა,

მათ კი ჰგონიათ, სხვა ვარ, ზღაპრებს მითხზავენ ალბათ,
როგორ არ მიყვარს სიტყვის გამოყენება წამლად;
გამომიჭერენ, როცა ვიღიმი (თუნდაც ყალბად)
და მოლოდინის ექო აირეკლება წამად!

მე შემოქმედი მქვია
და ვურიგდები მტრობას,
როცა დაღლილი ბაგე ძველ მოგონებებს ბოდავს
და თუ მომაწვა გრძნობა, ღმერთის არ ვიწყებ გმობას,
რადგან ეული სული დაუოკებლად შფოთავს:

შემომაჩვევენ სიტყვებს, მეჯიბრებიან დონით
და თუ სათქმელი არ აქვთ, ადგილს პოულობს ბრაზი!
მსაყვედუროებენ ერთხმად განურჩეელი ტონით,
რომ შემოქმედი მქვია... რომ შემომავლეს ხაზი!



№1 სტუმარი Magda

ვაა რა მაგარიი იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent