ამ ქარიშხლიან ღამეს
ამ ქარიშხლიან ღამეს სული ოცნებას ბადებს, კვებავს და ზრდის და არეს შუქ-ჩრდილებს ჰფენს და გაბნევს და ამ ქარიან ღამეს კვლავ დაეტყობა ფარდებს, რა საოცარი გრძნობით დავყვები ფარულ დარდებს... ამ ქარიშხლიან ღამეს გულშიც ქარია, საქებს სიტყვებს ეს ურჩი ბაგე ღიმილს ახვედრებს ნაქებს და ამ ქარიან ღამეს კვლავ შემოანგრევ კარებს, შეეკედლები სულის მარად ელვარე ფარნებს... ამ ქარიშხლიან ღამეს შენ ასურათებ და დღეს ეს გული შენით ცოცხლობს და შენით ითვლის წამებს და ამ ქარიან ღამეს, როცა მზე დახრის მკლავებს, შემომაკლდება წამის ურჩი ლოდინი ამ დღეს... ამ ქარიშხლიან ღამეს წარსულის სევდა აქცევს უნუგეშობის არედ, რაც ხელს არავის აძლევს და ამ ქარიან ღამეს გრძნობა ძველ კედლებს ამსხვრევს, რადგან ვოცნებობ შენზე, როცა ზღვა ფიქრებს არევს... ამ ქარიშხლიან ღამეს ჩემს გრძნობას მთვარე ავნებს? წამის ძახილის ხმაზე ზეცა კურთხევას აბნევს და ამ ქარიან ღამეს გრძნობები ზურგს არ მაქცევს! რადგან ჩემთან ხარ (ბარემ) სიყვარულს გიხსნი გამქცევს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.