შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება მომავალში


16-11-2016, 23:30
ავტორი kal1nik2
ნანახია 1 814

დაგღამებიათ ქალის ალერსში?
ხელის გაშვებას რომ ვეღარ ჰბედავ,
და მის ციცმციმა ლამაზ თვალებში
შენს ლოყაწითელ შვილებს რომ ჰხედავ.

გზაზე მძინარე თეთრი ნისლები
სახეზე ხელებს რატომ მაფარებს,
და შენს ალერსზე, ღამე ფიქრები
ხან გულს დამიწვავს ხან გამახარებს.

შენი ლამაზი სხეული ვარდო
გულზე დამადნე თვალებში მასხი,
ოხ ისე მძლავრად მიყვარხარ კარგო
როგორც არასდროს არავის არვინ.

ციდან წვეთები მოთქვამენ წვრილად,
წვიმაში ნაბადს, მე მოგახურებ
იმ დღეს ვიძინებ ბავშვივით მშვიდად
ღმერთების ლუკმით რომ დაგაპურებ.

ჩემი არსება შენზე გიჭდება
მე აღარასდროს ვივლი სნეული,
ზამთარში ცეცხლი რაღად მჭირდება,
ტანს თუ გამითბობს შენი სხეული.

ვიცი, ცრემლებათ რომ დავიღვრებით
წლები მოსპობას დაგვიპირებენ,
მაგრამ უკვდავნი მაშინ ვიქნებით,
შვილიშვილები რომ გვიტირებენ.

ოხ შენთან ერთად ცხოვრება,
გულზე ოცნებათ მხატია,
და სარკეს ვუსმევ შეკითხვას
ეს სიზმარი თუ ცხადია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent