შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება არ ჰგავს ჯვრისწერის პირველ დღეს


2-12-2016, 01:38
ავტორი dani777
ნანახია 1 546

ცხოვრება არ ჰგავს ჯვრისწერის პირველ დღეს,
მასში ბევრია სარკაზმი, ნაღველი,
წუთები წამებს ფეხდაფეხ დასდევს,
როგორც სიხარულს მწარე დარდები.
აგონიაში ჩავარდნილ აზრებს
გზადაგზა ისევ ისევ ვაწყდები,
აღარაფერი არ შეიცვლება
შენც, ჩემო გულო, ნუ დაღონდები.
ნუღარ აყვები ვნებათა ღელვას,
თავს ნუ ჩაიხრჩობ ცრემლის მორევში,
ვარდი უეკლოდ ვერვინ დაკრიფა,
უიმედოთთვის არის ნუგეში.
ზამთარს ყოველთვის ზაფხული მოსდევს,
მგლები დაძრწიან მაინც მთა-ბარში,
და არაფერი ისე არ ხდება,
რაც არ წერია ბედის დავთარში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent