შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს


5-12-2016, 22:36
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 306

ჩემთან მოხვედი და სუნთქვა შემაყვარე,
მერე ამიკრძალე – "მორჩა... ბევრიაო"
ალბათ სიცოცხლესაც მალე ამიკრძალავ,
მიისაკუთრებ და მეტყვი ჩემიაო.
შენ რომ შემასწავლე ლაღი გაცინება,
ახლა ღიმილიც კი სანატრელიაო.
ცრემლმა გზა იპოვა – "ახლა მე მოვდივარ,
რაც რომ გაიცინე ეგეც ბევრიაო.
"შენ რომ შემაყვარე თბილი ჩახუტება,
გულმა მიიღო და თქვა –" რა ტკბილიაო.
სანამ შენ არ მყავდი ამ ცივ სამყაროში
არა რა მცოდნია, ფუჭად მივლიაო.
"ის, რაც კი რამ მოხდა, ყველაფერი მახსოვს,
რამის დავიწყება მხოლოდ ჭორიაო.
მიყვარს შენზე ფიქრი, მიყვარს მე თვითონ "შენ",
ერთ დროს მხლოდ ჩემი, ახლა შორიაო.
მიყვარს ეს სიშორეც, მხოლოდ იმ იმედით,
სადმე კვლავ შეგხვდები, ასე მგონიაო.
ახლა გულით ისეთ გრძნობას დავატარებ,
არასოდეს არვის რომ არ ჰქონიაო.



№1 სტუმარი Guest eremar

ერთხელაც მართლა გავბრაზდები და წავალ...

 


№2 სტუმარი Guest სხვანაირი დედამიწელი

მეც ვუთხარი ბოლოს ერთ ადამიანს, ჩემს ძვირფასს ადამიანს, ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს მეთქი და იქნებ არც მინდა ეგრე ძალიან ვუყვარდე ვინმესო :) არავის უნდა გადაყვე თურმე. დღეს ის უჩემოდ ცხოვრობს, როცა ერთად უნდა გვეცხოვრა მალე.

 


№3 სტუმარი nonore

შეუცვლელი არავინააა...იქნება ისიც ვინც ჩვენზე მეტდ შეიყვარებს და ჩვენც სხვა შეგვიყვარდება უფრო მეტად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent